Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 5¹

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 5¹. საგადახდო სისტემაზე წვდომა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹6

1.ოპერატორი, მათ შორის, პროვაიდერი, როგორც საგადახდო სისტემის ოპერატორი, ვალდებულია დაადგინოს მის საგადახდო სისტემაზე პროვაიდერების წვდომის, აგრეთვე საგადახდო სისტემაში მონაწილეობის წესები და პირობები. საგადახდო სისტემის მიმართ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საგადახდო სქემაზედაც (მათ შორის, უცხოურ სქემაზე), გარდა ისეთი საგადახდო სქემისა, რომლის ფარგლებში გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობა წლიურად არ აღემატება სხვა საგადახდო სქემის იმავე ტიპის საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობის 3 პროცენტს.

2.საგადახდო სისტემაზე წვდომის, საგადახდო სისტემაში მონაწილეობის წესები და პირობები: ა) უნდა იყოს ობიექტური, პროპორციული და არადისკრიმინაციული; ბ) არ უნდა იწვევდეს საგადახდო სისტემაში მონაწილეობის/საგადახდო სისტემაზე წვდომის შეზღუდვას იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა საგადახდო სისტემის ფინანსური და საოპერაციო მდგრადობის ან კონკრეტული რისკებისგან (როგორებიცაა: ანგარიშსწორების რისკები, საოპერაციო რისკები, ბიზნესრისკები) დასაცავად.

3.ოპერატორს არ აქვს უფლება, მის სისტემაზე წვდომისთვის პროვაიდერებს, მომხმარებლებს ან სხვა ოპერატორს დაუწესოს: ა) შეზღუდვები სხვა საგადახდო სისტემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით; ბ) მოთხოვნები, რომლებიც სისტემის ცალკეულ მონაწილეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს; გ) შეზღუდვები მათი ინსტიტუციური სტატუსის ნიშნით და სხვა შეზღუდვები, რომლებიც მონაწილეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

4.ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება შემდეგ საგადახდო სისტემებზე: ა) საგადახდო სისტემაზე, რომლის მონაწილე ყველა პროვაიდერი წარმოადგენს ერთი ჯგუფის წევრს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისტემაში სხვა პროვაიდერების მონაწილეობა საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება; ბ) საგადახდო სისტემაზე, რომლის მართვისთვის პასუხისმგებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, თუ იგი წარმოადგენს როგორც გადამხდელის, ისე მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.

5.თუ საგადახდო სისტემის მონაწილე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რომელიც ამ სისტემის მონაწილე არ არის, შესაძლებლობას აძლევს, ამ სისტემის გავლით გადასცეს ტრანსფერორდერები, სისტემის ეს მონაწილე ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს მისცეს იგივე შესაძლებლობა ობიექტურ, პროპორციულ და არადისკრიმინაციულ საფუძველზე. მოთხოვნაზე (მათ შორის, მოთხოვნის ნაწილზე) უარის თქმის შემთხვევაში სისტემის მონაწილე ვალდებულია შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აცნობოს უარის თქმის შესახებ, აგრეთვე წარუდგინოს საფუძვლიანი დასაბუთება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის შემთხვევაში სისტემის მონაწილე ვალდებულია უარის თქმიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და საფუძვლიანი დასაბუთება.

5¹.საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან/ვალდებულია საგადახდო სისტემის ფუნქციონირების დონეზე უზრუნველყონ/უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ კანონის 20 1 მუხლის 13 1 და 13 2 პუნქტებით გათვალისწინებული  ვალდებულების შესრულების მიზნით.

6.თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საჯარო ფასიანი ქაღალდების ან/და აქტივების, ვალდებულებების, უფლებებისა და მოთხოვნების შემძენი არ აკმაყოფილებს საგადახდო სისტემაში მონაწილეობისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, გამონაკლისის სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იგი საგადახდო სისტემაში შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს 24 თვისა. საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3719 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5665 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1142 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. თავი III. სისტემების დაცვა საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 მარ. 2026 – 1 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2026· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    5¹ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში წვდომის პირობები ახლებურად ჩამოყალიბდა და გაფართოვდა საგადახდო სქემებზე (3 პროცენტიანი გამონაკლისით), ამოღებულია ეროვნული ბანკის გამონაკლისის უფლებამოსილება, ხოლო დაემატა მე-4 და მე-5 პუნქტები გამონაკლის სისტემებსა და უარის შესახებ ინფორმირებაზე.

  3. 31 დეკ. 2019
  4. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    „გ“ ქვეპუნქტში არათანაბარი მდგომარეობის ზოგადი ფორმულა შეიცვალა ინსტიტუციური სტატუსის ნიშნით შეზღუდვით, ხოლო III თავის სათაურიდან „მნიშვნელოვანი“ ამოვარდა.

  5. 1 ივნ. 2016· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2015

    ახალი 5¹ მუხლი ოპერატორს აკისრებს სისტემაზე ხელმისაწვდომობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებას, კრძალავს მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ შეზღუდვებს და ეროვნულ ბანკს აძლევს გამონაკლისის დადგენის უფლებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 5 ცვლილება · ბოლო 12 დეკ. 2025
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 30¹საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა
  • 5ოპერატორად რეგისტრაციისგან გამონაკლისი და საგადახდო სისტემის დანერგვა
  • 22²გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 129¹საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 78გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 57ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა

საზღვაო კოდექსი

  • 152

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15248²7¹129¹17 (დ…30¹522²785765195¹
მნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ეროვნული ბ…საზღვაო კოდექსისაჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026