ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 64. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირება არის ელექტროენერგეტიკული სისტემების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ორი ან მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის ან მათი რომელიმე ნაწილის სინქრონული ან ასინქრონული ოპერირებისთვის საჭირო ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების კომპეტენტურ ოპერატორებთან გააფორმოს ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულება (ხელშეკრულებები).

3.ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულების გაფორმება და შესრულება დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებასთან, დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებულ პირობებს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

4.ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ ოპერირებასთან დაკავშირებული ტექნიკური ოპერირება და თანამშრომლობა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად.

5.ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა არ არის ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი და არ ექვემდებარება ცალკე ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას. თავი XV. ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერირება და მართვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირება არის ელექტროენერგეტიკული სისტემების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ორი ან მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის ან მათი რომელიმე ნაწილის სინქრონული ან ასინქრონული ოპერირებისთვის საჭირო ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების კომპეტენტურ ოპერატორებთან გააფორმოს ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულება (ხელშეკრულებები). 3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულების გაფორმება და შესრულება დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებასთან, დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებულ პირობებს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 4. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ ოპერირებასთან დაკავშირებული ტექნიკური ოპერირება და თანამშრომლობა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად. 5. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა არ არის ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი და არ ექვემდებარება ცალკე ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას. თავი XV. ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერირება და მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34111¹²…13⁵67³16791355660226364
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…განსაკუთრებული მნიშვნე…საჯარო შესყიდვების შეს…ენერგოეფექტურობის შესა…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა