Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 138

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 138. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:განახლებადი ენერგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას ზედამხედველობს სამინისტრო ამ კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, კომისიასთან და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) ელექტროენერგიის ბაზარზე არსებულ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის შენარჩუნება; ბ) ელექტროენერგიაზე მოთხოვნის საპროგნოზო დონე და დაგეგმილი ან მშენებარე დამატებითი სიმძლავრე; გ) ქსელის ხარისხი და მოვლა-პატრონობის დონე; დ) პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები და ერთი ან ერთზე მეტი მიმწოდებლისთვის ელექტროენერგიის დანაკლისის აღმოფხვრა.

2.სამინისტრო ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, 31 ივლისამდე ამზადებს და აქვეყნებს ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ერთიან ანგარიშს, რომელიც მოიცავს სამინისტროს, კომისიის და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას. ანგარიშში უნდა აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები და მიღებული ან მისაღები ზომები. სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ასახავდეს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან შესაძლებლობას, უზრუნველყოს ელექტროენერგიაზე არსებული ან საპროგნოზო მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ: ა) ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოებას; ბ) ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის საპროგნოზო ბალანსს მომდევნო 5 წლის პერიოდში; გ) ანგარიშის შედგენის თარიღიდან 5-დან 15 წლამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების პერსპექტივას; დ) მომდევნო 5 ან 5-ზე მეტი წლის პერიოდში ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან მიმართებით გადამცემი სისტემის ოპერატორის ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმებს, რომლის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

4.ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ერთიანი ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეეხება ურთიერთდამაკავშირებლებთან დაკავშირებულ საინვესტიციო გეგმებს, უნდა ითვალისწინებდეს: ა) ამ კანონის 63-ე მუხლით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის მართვის პრინციპებს; ბ) ელექტროენერგიის არსებულ და პერსპექტიულ გადამცემ ხაზებს; გ) ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების, ტრანსსასაზღვრო გადადინებისა და მოხმარების, აგრეთვე ელექტროენერგიით ვაჭრობის მოსალოდნელ სცენარებს, რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას; დ) რეგიონული, ეროვნული და ევროპული მასშტაბებით არსებულ მდგრადი განვითარების ამოცანებს, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

5.სამინისტრო ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესასრულებლად მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ამ მიზნით: ა) სამინისტროს მის მიერ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის მიერ მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია, აგრეთვე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების ხელთ არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის შესახებ მითითებით; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან დაკავშირებით მისი ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმების თაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ელექტროენერგიის შიდა გადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებული ისეთი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის ხელმისაწვდომობაზე; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სათანადო შემთხვევაში კონსულტაციებს მართავს მეზობელი ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან და სამინისტროს აწვდის ინფორმაციას განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ.

6.ამ მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესრულებისას სამინისტრო უზრუნველყოფს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას ამ კანონის 151-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. თავი XXXIV. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოება

წინა მუხლი 137შემდეგი მუხლი 139

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგიის შენახვის პროექტებისერვისის გვერდი
  • ჭკვიანი ქსელის განვითარებასერვისის გვერდი
  • ჰიდროელექტროპროექტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 151მუხლი 63

მიუთითებენ მასზე

მუხლი 167მუხლი 134

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 134ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომები
  • 132ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები
  • 116ენერგეტიკული ბაზრის ზედამხედველობა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 6ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა
  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 20საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება
  • 10საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტის შედეგები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶⁶ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁴საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 33ზედამხედველობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶⁶3313⁴1620101341516316713211662522138
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…განახლებადი წყაროებიდა…საქართველოს ადმინისტრა…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს საერთაშორი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026