Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 73

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 73. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილებას არ უკავშირდება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის მოთხოვნა არ წარმოშობს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქტივების ქონებრივი განცალკევების ვალდებულებას.

3.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურებში მონაწილეობის დაუშვებლობა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია წარმოების გადაცემის, მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიური საქმიანობისთვის; ბ) სათანადო ზომების მიღება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების იმგვარად გათვალისწინებისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად; გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ეფექტიანი უფლება, ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმ აქტივებთან მიმართებით, რომლებიც საჭიროა გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისთვის, მოვლა-პატრონობისთვის ან განვითარებისთვის. ამ მიზნით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს სათანადო რესურსები, ადამიანური, ტექნიკური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ჩათვლით.

4.მიუხედავად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა, ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო უფლებამოსილია დაამტკიცოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ფინანსური გეგმა ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს დაუდგინოს ვალიანობის კოეფიციენტის ზღვარი.

5.ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს უფლება არ აქვს, გასცეს მითითებები გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ან იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც გამანაწილებელი ხაზების მშენებლობას ან გაუმჯობესებას შეეხება და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტის პირობებს შეესაბამება.

6.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები, და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაზე სათანადო ზედამხედველობას. შესაბამისობის პროგრამა დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად უნდა განსაზღვრავდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს.

7.შესაბამისობის ოფიცერი ამზადებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ წლიურ ანგარიშს და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. შესაბამისობის ოფიცერი დამოუკიდებელია და თავისი ფუნქციების შესასრულებლად უფლება აქვს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და დაკავშირებულ საწარმოს მოსთხოვოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია.

8.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, კონკურენციის შეზღუდვის მიზნით ისარგებლოს ვერტიკალური ინტეგრირებიდან გამომდინარე უპირატესობით. კერძოდ, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავისი კომუნიკაციითა და ბრენდირებით არ უნდა იწვევდეს აღრევას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი ნაწილის განსხვავებულ იდენტობასთან.

9.დამოუკიდებლობისა და განცალკევების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას ზედამხედველობს კომისია.

10.სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამოუკიდებლობის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ორგანიზაციულ მოწყობასა და დამოუკიდებლობასთან მიმართებით მიიღოს დამატებითი ზომები.

11.სამინისტრო უფლებამოსილია კომისიასთან შეთანხმებით ვერტიკალურად ინტეგრირებული ის ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ემსახურება, გაათავისუფლოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან.

12.განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოსა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი გაზის საწარმოზე. თავი XVII. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილებას არ უკავშირდება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის მოთხოვნა არ წარმოშობს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქტივების ქონებრივი განცალკევების ვალდებულებას. 3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურებში მონაწილეობის დაუშვებლობა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია წარმოების გადაცემის, მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიური საქმიანობისთვის; ბ) სათანადო ზომების მიღება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების იმგვარად გათვალისწინებისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად; გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ეფექტიანი უფლება, ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმ აქტივებთან მიმართებით, რომლებიც საჭიროა გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისთვის, მოვლა-პატრონობისთვის ან განვითარებისთვის. ამ მიზნით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს სათანადო რესურსები, ადამიანური, ტექნიკური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ჩათვლით. 4. მიუხედავად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა, ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო უფლებამოსილია დაამტკიცოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ფინანსური გეგმა ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს დაუდგინოს ვალიანობის კოეფიციენტის ზღვარი. 5. ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს უფლება არ აქვს, გასცეს მითითებები გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ან იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც გამანაწილებელი ხაზების მშენებლობას ან გაუმჯობესებას შეეხება და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტის პირობებს შეესაბამება. 6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები, და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაზე სათანადო ზედამხედველობას. შესაბამისობის პროგრამა დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად უნდა განსაზღვრავდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს. 7. შესაბამისობის ოფიცერი ამზადებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ წლიურ ანგარიშს და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. შესაბამისობის ოფიცერი დამოუკიდებელია და თავისი ფუნქციების შესასრულებლად უფლება აქვს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და დაკავშირებულ საწარმოს მოსთხოვოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია. 8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, კონკურენციის შეზღუდვის მიზნით ისარგებლოს ვერტიკალური ინტეგრირებიდან გამომდინარე უპირატესობით. კერძოდ, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავისი კომუნიკაციითა და ბრენდირებით არ უნდა იწვევდეს აღრევას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი ნაწილის განსხვავებულ იდენტობასთან. 9. დამოუკიდებლობისა და განცალკევების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას ზედამხედველობს კომისია. 10. სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამოუკიდებლობის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ორგანიზაციულ მოწყობასა და დამოუკიდებლობასთან მიმართებით მიიღოს დამატებითი ზომები. 11. სამინისტრო უფლებამოსილია კომისიასთან შეთანხმებით ვერტიკალურად ინტეგრირებული ის ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ემსახურება, გაათავისუფლოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან. 12. განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოსა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი გაზის საწარმოზე. თავი XVII. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 72შემდეგი მუხლი 74

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13მუხლი 160მუხლი 161მუხლი 71მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 48გადამცემი სისტემის მესაკუთრის დამოუკიდებლობა
  • 71გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი
  • 74გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
  • 26ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 5¹საგადახდო სისტემაზე წვდომა

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება
  • 57ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების ურთიერთოპერაბელურობა და მისი უზრუნველყოფა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 23დამოუკიდებელი სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნა

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 9სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების   საქმიანობის დამოუკიდებლობა და თავისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
349288265¹1671131601617248742373
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საგადახდო სისტემისა და…განახლებადი წყაროებიდა…ელექტრონული კომუნიკაცი…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026