Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 71

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 71. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაწილება არის საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს როგორც გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას და საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებას, ისე ეკონომიკური პირობების შესაბამისად გამანაწილებელი ქსელის ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან დაშვებისთვის.

2.განაწილების საქმიანობას ამ კანონითა და ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი.

3.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არის სპეციალური და დამოუკიდებელი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირია. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია წარმოების, გადაცემის, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებისგან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ხდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. დასაშვებია კომბინირებული ოპერატორის შექმნა გადაცემის, განაწილების ან/და ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ფუნქციებით იმ პირობით, რომ დაცული იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნები.

4.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არ არის, იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, ხოლო ბუნებრივი გაზი − საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისათვის და გაზის წინასწარ გასათბობად).

5.ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორად ავტორიზაცია შესაბამის პირს უფლებას აძლევს, განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განაწილება არის საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს როგორც გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას და საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებას, ისე ეკონომიკური პირობების შესაბამისად გამანაწილებელი ქსელის ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან დაშვებისთვის. 2. განაწილების საქმიანობას ამ კანონითა და ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი. 3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არის სპეციალური და დამოუკიდებელი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირია. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია წარმოების, გადაცემის, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებისგან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ხდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. დასაშვებია კომბინირებული ოპერატორის შექმნა გადაცემის, განაწილების ან/და ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ფუნქციებით იმ პირობით, რომ დაცული იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნები. 4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არ არის, იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, ხოლო ბუნებრივი გაზი − საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისათვის და გაზის წინასწარ გასათბობად). 5. ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორად ავტორიზაცია შესაბამის პირს უფლებას აძლევს, განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 70შემდეგი მუხლი 72

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგიის განაწილების ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 72მუხლი 73

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 42გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი
  • 74გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 80გამანაწილებელ ქსელთან მიერთება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 26ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹⁰საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹⁰342826864² (…16727342748022371
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…განახლებადი წყაროებიდა…ელექტრონული კომუნიკაცი…გადასახადების ადმინისტ…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026