Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 79

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 79. გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოთხოვნილ პერიოდში გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება ხელს შეუშლის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, ამ კანონის შესაბამისად გასწიოს საჯარო მომსახურება, ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. აღნიშნულ შემთხვევებში უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული მისი მოქმედების ვადის მითითებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება გამანაწილებელი ქსელის წესებით.

2.ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე, თუ გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების შესახებ მესამე პირის მოთხოვნის მიღებამდე მოქმედი „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევს.

3.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მოქმედების ვადის, უარის თქმის შესაბამისი მიზეზებისა და მათი აღმოფხვრისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა პირს, რომელთა მოთხოვნა გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ქსელის წესებით დადგენილ ვადაში წერილობით აცნობებს უარის თქმის შესაბამის მიზეზებს და წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს.

4.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების სამართავად აწარმოებს დაშვების პუნქტების, მათ შორის, მიღებისა და გაცემის პუნქტების, რეესტრს კონკრეტული საიდენტიფიკაციო ნომრისა და დაშვების მართვისთვის საჭირო ყველა მონაცემის მითითებით. ამ რეესტრში აგრეთვე აღინიშნება დაშვების პუნქტების აქტიური ან არააქტიური სტატუსი, მიმწოდებელი, რომელიც სარგებლობს დაშვების პუნქტით, და მისი შესაბამისი მომხმარებელი. რეესტრში დაცული მონაცემები გამოიყენება მიმწოდებლებისთვის სისტემით სარგებლობის ან სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის საფასურის ანგარიშფაქტურის გამოსაწერად.

5.პირი, რომელსაც უარი ეთქვა გამანაწილებელ სისტემასთან დაშვებაზე, ან პირი, რომელიც გამანაწილებელ სისტემასთან დაშვების პირობებს არ ეთანხმება, უფლებამოსილია ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართოს კომისიას.

წინა მუხლი 78შემდეგი მუხლი 80

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 155

მიუთითებენ მასზე

მუხლი 98

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 66ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა
  • 58ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა
  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 25⁹საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 5​ 1 . საგადახდო სისტემაზე წვდომა

დაზღვევის შესახებ

  • 25უარი ლიცენზიის გაცემაზე

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²25⁹342551615598665865194579
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ნავთობისა და გაზის შეს…ელექტრონული კომუნიკაცი…საჯარო შესყიდვების შეს…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026