Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 84

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 84. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის განცალკევება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, უნდა იყოს დამოუკიდებელი სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც არ უკავშირდება გადაცემას, განაწილებას ან/და შენახვას.

2.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: ა) დაუშვებელია, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირი მონაწილეობდეს იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის წარმოების ან/და მიწოდების ყოველდღიურ საქმიანობაზე; ბ) აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, რათა გათვალისწინებული იყოს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირის პროფესიული ინტერესები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა; გ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირებისთვის, მოვლა-პატრონობისთვის ან განვითარებისთვის საჭირო აქტივებთან მიმართებით გადაწყვეტილების ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებლად მიღების ეფექტიანი უფლება. აღნიშნული ხელს არ უშლის სათანადო საკოორდინაციო მექანიზმების არსებობას ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის აქტივების ამონაგებთან მიმართებით დამფუძნებელი კომპანიის ეკონომიკური და ზედამხედველობითი უფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის, დამფუძნებელი კომპანიის მიერ ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის წლიური ფინანსური გეგმის ან ეკვივალენტური დოკუმენტის დამტკიცებას და მისი ვალიანობის დონესთან მიმართებით საერთო შეზღუდვების დადგენას. აღნიშნული უფლებას არ აძლევს დამფუძნებელ კომპანიას, გასცეს მითითება ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომელიც შეეხება ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის მშენებლობას ან გაუმჯობესებას და შეესაბამება დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან ეკვივალენტური დოკუმენტის პირობებს; დ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობას. შესაბამისობის პროგრამა დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით უნდა განსაზღვრავდეს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განხორციელების მიზნით მიღებული ზომების შესახებ წლიურ ანგარიშს ამზადებს შესაბამისობის პროგრამის კონტროლზე პასუხისმგებელი პირი ან ორგანო და წარუდგენს კომისიას. ანგარიშის გამოქვეყნება სავალდებულოა.

3.ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებზე, რომლებიც ამ კანონის 87-ე მუხლის შესაბამისად ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად საჭიროა ბუნებრივი გაზის სისტემაზე ეფექტიანი დაშვების უზრუნველსაყოფად, მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით.

4.განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმოს მიმართ. თავი XX. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ფუნქციები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, უნდა იყოს დამოუკიდებელი სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც არ უკავშირდება გადაცემას, განაწილებას ან/და შენახვას. 2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: ა) დაუშვებელია, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირი მონაწილეობდეს იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის წარმოების ან/და მიწოდების ყოველდღიურ საქმიანობაზე; ბ) აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, რათა გათვალისწინებული იყოს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირის პროფესიული ინტერესები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა; გ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირებისთვის, მოვლა-პატრონობისთვის ან განვითარებისთვის საჭირო აქტივებთან მიმართებით გადაწყვეტილების ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებლად მიღების ეფექტიანი უფლება. აღნიშნული ხელს არ უშლის სათანადო საკოორდინაციო მექანიზმების არსებობას ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის აქტივების ამონაგებთან მიმართებით დამფუძნებელი კომპანიის ეკონომიკური და ზედამხედველობითი უფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის, დამფუძნებელი კომპანიის მიერ ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის წლიური ფინანსური გეგმის ან ეკვივალენტური დოკუმენტის დამტკიცებას და მისი ვალიანობის დონესთან მიმართებით საერთო შეზღუდვების დადგენას. აღნიშნული უფლებას არ აძლევს დამფუძნებელ კომპანიას, გასცეს მითითება ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომელიც შეეხება ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის მშენებლობას ან გაუმჯობესებას და შეესაბამება დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან ეკვივალენტური დოკუმენტის პირობებს; დ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობას. შესაბამისობის პროგრამა დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით უნდა განსაზღვრავდეს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განხორციელების მიზნით მიღებული ზომების შესახებ წლიურ ანგარიშს ამზადებს შესაბამისობის პროგრამის კონტროლზე პასუხისმგებელი პირი ან ორგანო და წარუდგენს კომისიას. ანგარიშის გამოქვეყნება სავალდებულოა. 3. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებზე, რომლებიც ამ კანონის 87-ე მუხლის შესაბამისად ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად საჭიროა ბუნებრივი გაზის სისტემაზე ეფექტიანი დაშვების უზრუნველსაყოფად, მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით. 4. განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმოს მიმართ. თავი XX. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ფუნქციები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 83შემდეგი მუხლი 85

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 87

მიუთითებენ მასზე

მუხლი 83

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 85ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 86ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა
  • 88ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 26ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება
  • 2ძირითადი პრინციპები
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 24ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 10¹ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მინიჭება

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 35 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერატორის ვალდებულებები ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით
  • 28 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერირებისათვის საჭირო დამხმარე/საწარმოო ნაგებობები და სისტემები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2425¹²10¹95262835 (დ…28 (დ…878385868884
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…ნაგავსაყრელის მოწყობის…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026