Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 88

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 88. ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:SaaSIT მომსახურებაბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიტექნოლოგიური ხელშეკრულებებიმარეგულირებელი აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი: ა) ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყველა სისტემით მოსარგებლეს სთავაზობს მომსახურებას დისკრიმინაციის გარეშე. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ხორციელდება თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით; ბ) მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი გაზის დაკავშირებული სისტემის გამოყენებასთან თავსებად მომსახურებას და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მესამე პირების დაშვებას; გ) კომისიის ზედამხედველობით, სისტემით მოსარგებლეთა გონივრული კომერციული საჭიროებების შესაბამისი პერიოდულობით აქვეყნებს აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ; დ) მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით სთავაზობს როგორც გარანტირებულ, ისე წყვეტად მომსახურებას. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობას; ე) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებას; ვ) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობასთან, ჩაჭირხვნაუნარიანობასა და მიწოდებაუნარიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ და კომბინირებულ მომსახურებებს.

2.ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული სტანდარტული წლიური ხელშეკრულება, არ უნდა ადგენდეს დაუსაბუთებლად მაღალ ტარიფს.

3.ხელშეკრულების პირობა, რომელიც ადგენს შეზღუდვას ხელშეკრულების მხარის მიერ მოთხოვნილი ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის მინიმალურ მოცულობასთან დაკავშირებით, უნდა ეფუძნებოდეს ტექნიკურ შეზღუდვას და სისტემით მცირე მოსარგებლეებს უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული მომსახურების მიღების უფლებით.

4.აუცილებლობის შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შესაძლოა გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს.

5.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი წესით უარი თქვას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის დაშვებაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი: ა) ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყველა სისტემით მოსარგებლეს სთავაზობს მომსახურებას დისკრიმინაციის გარეშე. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ხორციელდება თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით; ბ) მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი გაზის დაკავშირებული სისტემის გამოყენებასთან თავსებად მომსახურებას და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მესამე პირების დაშვებას; გ) კომისიის ზედამხედველობით, სისტემით მოსარგებლეთა გონივრული კომერციული საჭიროებების შესაბამისი პერიოდულობით აქვეყნებს აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ; დ) მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით სთავაზობს როგორც გარანტირებულ, ისე წყვეტად მომსახურებას. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობას; ე) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებას; ვ) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობასთან, ჩაჭირხვნაუნარიანობასა და მიწოდებაუნარიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ და კომბინირებულ მომსახურებებს. 2. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული სტანდარტული წლიური ხელშეკრულება, არ უნდა ადგენდეს დაუსაბუთებლად მაღალ ტარიფს. 3. ხელშეკრულების პირობა, რომელიც ადგენს შეზღუდვას ხელშეკრულების მხარის მიერ მოთხოვნილი ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის მინიმალურ მოცულობასთან დაკავშირებით, უნდა ეფუძნებოდეს ტექნიკურ შეზღუდვას და სისტემით მცირე მოსარგებლეებს უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული მომსახურების მიღების უფლებით. 4. აუცილებლობის შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შესაძლოა გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს. 5. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი წესით უარი თქვას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის დაშვებაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 87შემდეგი მუხლი 89

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • SaaS ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვალიდატორი ნოუდის გაშვება და მართვასერვისის გვერდი
  • მართული სერვისების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • საგარანტიო დავებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 66

მიუთითებენ მასზე

მუხლი 89

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 86ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა
  • 94გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
  • 2ძირითადი პრინციპები
  • 31მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 15მომსახურების ხელშეკრულება
  • 24ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 5მომსახურების გაწევა
  • 1ზოგადი დებულებები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 5¹საგადახდო სისტემაზე წვდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²15245132315¹668965869488
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…სასმელი წყლის მიწოდები…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026