ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 96. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სიმძლავრის განაწილება და გადატვირთვის მართვა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის მაქსიმალური სიმძლავრე სისტემის ერთიანობისა და ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით.

2.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს სიმძლავრის ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის და ხელს უწყობს ინვესტიციებს ახალ ინფრასტრუქტურაში; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტბაზრებსა და სავაჭრო „ჰაბებთან“, ამავდროულად, არის მოქნილი და განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; გ) თავსებადია იმ სისტემაზე დაშვების წესებსა და პირობებთან, რომელთანაც მიერთებულია გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტი.

3.გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები უნდა ითვალისწინებდეს ზომებს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც სიმძლავრით სარგებლობის მოპოვებული უფლება არ გამოიყენება ან არაეფექტიანად გამოიყენება. აღნიშნული ზომები გამოიყენება სახელშეკრულებო გადატვირთვისას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება; ბ) სისტემით მოსარგებლის უფლებას, გადაყიდოს სახელშეკრულებო სიმძლავრე მეორეულ ბაზარზე.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს წყვეტადი მომსახურების სახით და მომსახურებამდე 1 დღით ადრე მაინც. კარი IX. სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ახალი ინფრასტრუქტურა თავი XXIV. სისტემათა ურთიერთთავსებადობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის მაქსიმალური სიმძლავრე სისტემის ერთიანობისა და ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს სიმძლავრის ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის და ხელს უწყობს ინვესტიციებს ახალ ინფრასტრუქტურაში; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტბაზრებსა და სავაჭრო „ჰაბებთან“, ამავდროულად, არის მოქნილი და განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; გ) თავსებადია იმ სისტემაზე დაშვების წესებსა და პირობებთან, რომელთანაც მიერთებულია გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტი. 3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები უნდა ითვალისწინებდეს ზომებს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც სიმძლავრით სარგებლობის მოპოვებული უფლება არ გამოიყენება ან არაეფექტიანად გამოიყენება. აღნიშნული ზომები გამოიყენება სახელშეკრულებო გადატვირთვისას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება; ბ) სისტემით მოსარგებლის უფლებას, გადაყიდოს სახელშეკრულებო სიმძლავრე მეორეულ ბაზარზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს წყვეტადი მომსახურების სახით და მომსახურებამდე 1 დღით ადრე მაინც. კარი IX. სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ახალი ინფრასტრუქტურა თავი XXIV. სისტემათა ურთიერთთავსებადობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²24125¹26283116959070932296
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…ენერგოეფექტურობის შესა…რეგულირების საფასურის …განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა