Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 13

ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 13. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:განახლებადი ენერგიასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაენერგიის წარმოებაენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება, როგორც ენერგიის დაზოგვის საშუალება, გამოიყენება ენერგიის დაზოგვის სფეროში მაღალი ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიის მიერ ინვესტიციის განხორციელებით. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ენერგიის დაზოგვა არის ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ენერგომომსახურების მიმღებისთვის მიწოდებული ენერგომომსახურება ენერგომომსახურების მიმღებისთვის დამატებითი საფასურის დაკისრების გარეშე. ენერგომომსახურების მიმღების მიერ ინვესტიციის ამოღება ხდება იმ დანაზოგიდან, რომელიც წარმოიქმნება ენერგიის მოხმარების შემცირების შესაბამისად შემცირებული მოხმარებული ენერგიის საფასურით. ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ინვესტიციის შედეგად წარმოქმნილი განცალკევებადი აქტივები სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებამდე ენერგომომსახურების მიმწოდებლის საკუთრებაში რჩება.

2.ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრება: ა) განსახორციელებელი ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ან ამ ღონისძიებების შედეგების მკაფიო და გამჭვირვალე ჩამონათვალი; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით მისაღები გარანტირებული ენერგოდანაზოგები და მათი მიღწევის ფინანსური ღირებულება; გ) ენერგოდანაზოგის გამოთვლისა და დადასტურების შესახებ დებულებები, პერიოდები, რომელთა განმავლობაშიც ხორციელდება მისი დადასტურება წინა პერიოდებისთვის, ენერგოდანაზოგის დადასტურების მეთოდოლოგია, ხელშეკრულების მხარეთა მიერ წარსადგენი მტკიცებულებები, ხარისხის კონტროლი და ინვესტორის მიერ წარსადგენი გარანტიები; დ) ენერგიის მოხმარების ნორმალიზაციისა და ენერგოდანაზოგების ფინანსური ღირებულების კორექტირების შესახებ დებულებები; ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობა და განხორციელების ეტაპები, გაფრთხილების ვადები და პირობები; ვ) ხელშეკრულების მხარეების ვალდებულებათა მკაფიო და გამჭვირვალე ჩამონათვალი და მათი შესრულების სავარაუდო რისკები; ზ) დეტალური ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის ხელშეკრულების მხარეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წესი.

3.ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს ენერგომომსახურების მიმწოდებლის ინვესტიციებს განუცალკევებელ მატერიალურ აქტივებში, განცალკევებად მატერიალურ აქტივებსა და არამატერიალურ აქტივებში.

4.ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ენერგომომსახურების მიმწოდებლის ბრალეულობით შეწყვეტისას ენერგომომსახურების მიმწოდებელი ვერ მიიღებს ანაზღაურებას შენობის გაზრდილი ფასის გამო.

5.ამ კანონის შესაბამისად, ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ ერთობლივად საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ხელშეკრულების თანხა არ აღემატება გარანტირებული ენერგოდანაზოგების ფინანსურ ღირებულებას. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების დამდებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრ ბინათმესაკუთრეს შეუძლია სადავო გახადოს ხელშეკრულება ამ მუხლის პირობების შესაბამისად.

7.ენერგოდანაზოგები გამოითვლება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად, თუ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით უფრო დეტალური მეთოდოლოგია არ არის განსაზღვრული.

8.ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება, როგორც ენერგიის დაზოგვის საშუალება, გამოიყენება ენერგიის დაზოგვის სფეროში მაღალი ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიის მიერ ინვესტიციის განხორციელებით. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ენერგიის დაზოგვა არის ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ენერგომომსახურების მიმღებისთვის მიწოდებული ენერგომომსახურება ენერგომომსახურების მიმღებისთვის დამატებითი საფასურის დაკისრების გარეშე. ენერგომომსახურების მიმღების მიერ ინვესტიციის ამოღება ხდება იმ დანაზოგიდან, რომელიც წარმოიქმნება ენერგიის მოხმარების შემცირების შესაბამისად შემცირებული მოხმარებული ენერგიის საფასურით. ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ინვესტიციის შედეგად წარმოქმნილი განცალკევებადი აქტივები სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებამდე ენერგომომსახურების მიმწოდებლის საკუთრებაში რჩება. 2. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრება: ა) განსახორციელებელი ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ან ამ ღონისძიებების შედეგების მკაფიო და გამჭვირვალე ჩამონათვალი; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით მისაღები გარანტირებული ენერგოდანაზოგები და მათი მიღწევის ფინანსური ღირებულება; გ) ენერგოდანაზოგის გამოთვლისა და დადასტურების შესახებ დებულებები, პერიოდები, რომელთა განმავლობაშიც ხორციელდება მისი დადასტურება წინა პერიოდებისთვის, ენერგოდანაზოგის დადასტურების მეთოდოლოგია, ხელშეკრულების მხარეთა მიერ წარსადგენი მტკიცებულებები, ხარისხის კონტროლი და ინვესტორის მიერ წარსადგენი გარანტიები; დ) ენერგიის მოხმარების ნორმალიზაციისა და ენერგოდანაზოგების ფინანსური ღირებულების კორექტირების შესახებ დებულებები; ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობა და განხორციელების ეტაპები, გაფრთხილების ვადები და პირობები; ვ) ხელშეკრულების მხარეების ვალდებულებათა მკაფიო და გამჭვირვალე ჩამონათვალი და მათი შესრულების სავარაუდო რისკები; ზ) დეტალური ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის ხელშეკრულების მხარეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წესი. 3. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს ენერგომომსახურების მიმწოდებლის ინვესტიციებს განუცალკევებელ მატერიალურ აქტივებში, განცალკევებად მატერიალურ აქტივებსა და არამატერიალურ აქტივებში. 4. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ენერგომომსახურების მიმწოდებლის ბრალეულობით შეწყვეტისას ენერგომომსახურების მიმწოდებელი ვერ მიიღებს ანაზღაურებას შენობის გაზრდილი ფასის გამო. 5. ამ კანონის შესაბამისად, ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ ერთობლივად საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ხელშეკრულების თანხა არ აღემატება გარანტირებული ენერგოდანაზოგების ფინანსურ ღირებულებას. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების დამდებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრ ბინათმესაკუთრეს შეუძლია სადავო გახადოს ხელშეკრულება ამ მუხლის პირობების შესაბამისად. 7. ენერგოდანაზოგები გამოითვლება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად, თუ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით უფრო დეტალური მეთოდოლოგია არ არის განსაზღვრული. 8. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი
  • ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის შეფასება (გენერატორები, ტრანსფორმატორები)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №7

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 8ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი
  • 11პლატფორმა (გაზომვისა და დადასტურების სისტემა)
  • 4ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 33ელექტროენერგიის მწარმოებლის უფლებები
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 134ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 4მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება
  • 111¹¹ (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 6სტატისტიკური ტრანსფერი საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს შორის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
364² (…111¹¹…63433313411308413
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეტიკეტირების შეს…სასმელი წყლის მიწოდები…გადასახადების ადმინისტ…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026