ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 11. პლატფორმა (გაზომვისა და დადასტურების სისტემა)

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიგიორგი საბანაშვილი

1.ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები უნდა განთავსდეს პლატფორმაზე.

2.პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია/მონაცემები: ა) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისა და ამ ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ.

3.პლატფორმაზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების ვალდებულება ეკისრება: ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას ენერგიის მოხმარებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული შემთხვევების, ღონისძიებებისა და გარემოებების, მათ შორის, ეკეგ-ით გათვალისწინებული ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების, განხორციელების თაობაზე; ბ) ენერგიის გამანაწილებელს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ათავსებს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემებს; გ) ენერგომომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს ინვესტიციების განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემებსა და შესაბამის მტკიცებულებებს; დ) სუბსიდიის მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს მომავალი წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მონაცემებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის ნოემბრისა და წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს არაუგვიანეს მომავალი წლის თებერვლისა.

4.პლატფორმის ფორმატი განისაზღვრება და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების წესი მტკიცდება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. იგი უნდა მოიცავდეს: ა) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას; ბ) ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ პლატფორმაზე განსათავსებელი მონაცემების ფორმას; დ) ინფორმაციას ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, მათი მიზნების და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხარჯეფექტური მეთოდების შესახებ; ე) ენერგოდანაზოგების დადასტურებისა და ენერგოდანაზოგებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის პროცედურებს. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. თავი III. ჰორიზონტალური (სექტორთაშორისი) პოლიტიკის ღონისძიებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები უნდა განთავსდეს პლატფორმაზე. 2. პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია/მონაცემები: ა) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისა და ამ ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ. 3. პლატფორმაზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების ვალდებულება ეკისრება: ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას ენერგიის მოხმარებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული შემთხვევების, ღონისძიებებისა და გარემოებების, მათ შორის, ეკეგ-ით გათვალისწინებული ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების, განხორციელების თაობაზე; ბ) ენერგიის გამანაწილებელს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ათავსებს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემებს; გ) ენერგომომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს ინვესტიციების განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემებსა და შესაბამის მტკიცებულებებს; დ) სუბსიდიის მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს მომავალი წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მონაცემებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის ნოემბრისა და წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს არაუგვიანეს მომავალი წლის თებერვლისა. 4. პლატფორმის ფორმატი განისაზღვრება და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების წესი მტკიცდება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. იგი უნდა მოიცავდეს: ა) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას; ბ) ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ პლატფორმაზე განსათავსებელი მონაცემების ფორმას; დ) ინფორმაციას ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, მათი მიზნების და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხარჯეფექტური მეთოდების შესახებ; ე) ენერგოდანაზოგების დადასტურებისა და ენერგოდანაზოგებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის პროცედურებს. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. თავი III. ჰორიზონტალური (სექტორთაშორისი) პოლიტიკის ღონისძიებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2025 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 31 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13143¹14341113305625141311
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…ენერგოეტიკეტირების შეს…განახლებადი წყაროებიდა…სასმელი წყლის მიწოდები…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა