ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 9. წარმოების ღირებულებაზე დაბალ ფასად არსებული გაყიდვები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ლაშა სოზაშვილი

1.ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე ან მესამე ქვეყანაში მსგავსი პროდუქტის გაყიდვები ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად, რომელიც შეიცავს ადმინისტრაციულ, გაყიდვების და სხვა ხარჯებს, ნორმალური ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული არ იქნება  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ მსგავსი პროდუქტის გაყიდვები ხორციელდება: ა) არანაკლებ 6 თვის განმავლობაში; ბ) მნიშვნელოვანი რაოდენობით; გ) იმ ფასად, რომელიც არ უზრუნველყოფს ყველა ხარჯის  გონივრულ ვადაში ანაზღაურებას.

2.მსგავსი პროდუქტის ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად გაყიდვები მნიშვნელოვანი რაოდენობით განხორციელებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ: ა) ნორმალური ღირებულების განსაზღვრისთვის არსებული გარიგებების საშუალო შეწონილი ფასი ერთეული პროდუქტის წარმოების ღირებულების საშუალო შეწონილ ფასზე ნაკლებია; ბ) ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად გაყიდვების მოცულობა შეადგენს იმ გარიგებებით გათვალისწინებული გაყიდვების არანაკლებ 20 პროცენტს, რომლებიც აღებულია პროდუქტის ნორმალური ღირებულების განსაზღვრისთვის.

3.თუ გაყიდვის დროს მსგავსი პროდუქტის ფასი ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალია, მაგრამ შესწავლის პერიოდში ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯის საშუალო შეწონილ ფასს აღემატება, მსგავსი პროდუქტის ფასს შესწავლის ორგანო მიიჩნევს ისეთ ფასად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ხარჯის გონივრულ ვადაში ანაზღაურებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18164¹72 (დ…13⁶403839128747649
მნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საჯარო შესყიდვების შეს…გადასახადების ადმინისტ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა