Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 1

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:რისკების მართვახელოვნური ინტელექტის შესაბამისობაკერძო განთავსება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კანონის მიზანია საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის განვითარება, ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისება და მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა.

2.ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოში დაფუძნებულ საპენსიო კომპანიებზე; ბ) საქართველოში დაფუძნებულ აქტივების მმართველ კომპანიებსა და მზღვეველებზე, რომლებიც ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობას ახორციელებენ; გ) საქართველოში რეგისტრირებულ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებზე (შემდგომ − საპენსიო სქემა); დ) სხვა ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირზე, რომლებიც ჩართული არიან ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაში.

3.დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიისა და რეგისტრაციის ან/და სამსახურის წინასწარი თანხმობის გარეშე. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა გულისხმობს საპენსიო სქემის რეგისტრაციას/დაფუძნებას, საპენსიო სქემის ადმინისტრირებას, საპენსიო შენატანების აკუმულირებასა და აღრიცხვას, საპენსიო დანაგროვის ფორმირებას, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო აქტივების ინვესტირებას და  ნებაყოფლობითი კერძო პენსიების რეგულარულად გაცემას.

4.საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი საქართველოში ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.

5.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, უცხო ქვეყნის ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის ან სავალდებულო საპენსიო სისტემების ფონდებს მართავენ; ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაზე; გ) საერთაშორისო ფინანსური და დიპლომატიური ინსტიტუტების მიერ საქართველოში თავიანთი თანამშრომლებისთვის შეთავაზებულ საქართველოს ფარგლების გარეთ დაფუძნებულ საპენსიო სქემებზე.

6.ამ კანონით რეგულირებული საპენსიო სქემები არის მხოლოდ განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემები. ამავე კანონის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული არცერთი საპენსიო სქემა არ შეიძლება შეთავაზებულ იქნეს, როგორც განსაზღვრული სარგებლის საპენსიო სქემა, რომელშიც ნებაყოფლობითი კერძო პენსიის გადახდა დამოკიდებულია მონაწილის გამომუშავების ისტორიაზე, სამუშაო სტაჟსა და ასაკზე და პირდაპირ არ უკავშირდება მის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებსა და შესაბამის ამონაგებს.

7.ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროში ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კაპტიური დაზღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები (EU AI Act)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კერძო კაპიტალის განთავსებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 51სამსახურის უფლებამოსილებები
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 14საპენსიო კომპანიის ლიცენზირება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 1კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო

დაზღვევის შესახებ

  • 20სამსახურის ფუნქციები
  • 1ურთიერთობები , რომლებიც რეგულირდება ამ კანონით
  • 19სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

სახელმწიფო პენსიის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და საგანი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

ინოვაციების შესახებ

  • 1კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
112011911151512141
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …დაზღვევის შესახებდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…არასახელმწიფო საპენსიო…სახელმწიფო პენსიის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023