Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 54

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 54. UCITS-ის მიერ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:წილებისა და აქციების შეფასებადეცენტრალიზებული ფინანსებისაერთაშორისო ინვესტიციაინსტიტუციური ინვესტიციაპერსონალური ინვესტიციაDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.UCITS-ს ეკრძალება, საკუთარი აქტივების 5 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს ერთი და იმავე ემიტენტის მიერ გამოშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში. ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტები არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის აქტივების 20 პროცენტს.

2.UCITS-ის მიერ არასაბირჟო დერივატივის ხელშეკრულებაში კონტრაჰენტის მიმართ აღებული რისკის პოზიცია არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს, თუ კონტრაჰენტი ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკია, ხოლო სხვა შემთხვევებში − UCITS-ის აქტივების 5 პროცენტს.

3.UCITS-ს არა აქვს უფლება, გააერთიანოს ინვესტიციები მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, დეპოზიტებსა და არასაბირჟო დერივატივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკის პოზიციებში იმგვარად, რომ აღნიშნულმა გამოიწვიოს მისი აქტივების 20 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტირება ერთ პირში.

4.მიუხედავად ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, UCITS-ს შეუძლია განახორციელოს საკუთარი აქტივების 100 პროცენტამდე ოდენობის ინვესტიცია სხვადასხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებსა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტში, რომლებიც გამოშვებული ან გარანტირებულია საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, უცხო ქვეყნის ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრიცაა საქართველო. ასეთ შემთხვევაში UCITS-ის ერთეულის მფლობელები იმ UCITS-ის ერთეულის მფლობელების ეკვივალენტურად უნდა იყვნენ დაცული, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული UCITS-ის პორტფელი უნდა შედგებოდეს სულ მცირე ექვსი სხვადასხვა ემისიის ფარგლებში გამოშვებული მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდებისგან, თითოეული ემისიის მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიცია კი არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის საერთო აქტივების 30 პროცენტს.

5.UCITS-ს უფლება აქვს, შეიძინოს ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული UCITS-ის ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეულები, თუ თითოეულ ფონდში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა არ აჭარბებს მისი აქტივების 20 პროცენტს. საინვესტიციო ფონდის ერთეულებში (გარდა UCITS-ის ერთეულებისა) განხორციელებული ინვესტიციის ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საკუთარი აქტივების 30 პროცენტს.

6.მიუხედავად ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დეტალური წესები და განსაზღვროს ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს UCITS ამ მუხლით გათვალისწინებული დივერსიფიკაციის ვალდებულებების შესასრულებლად.

წინა მუხლი 53შემდეგი მუხლი 55

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DeFi რისკების შეფასება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფიუჩერსების და ბერკეტიანი ვაჭრობის კონსულტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინვესტიციების დაცვა და ორმხრივი შეთანხმებები (BITs)სერვისის გვერდი
  • ინსტიტუციური კრიპტო პორტფელის მართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 53

მიუთითებენ მასზე

მუხლი 59მუხლი 58მუხლი 60

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 53UCITS-ისთვის ნებადართული ინვესტიციები და გარიგებები
  • 57ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS
  • 56UCITS-ის მიერ სესხის აღება და სესხის გაცემა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 15ფონდის რესურსების ინვესტირება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 3კომერციული ბანკისთვის ნებადართული უზრუნველყოფის აქტივები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 17დასაშვები ინვესტიციები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 27საპენსიო აქტივების ინვესტირება

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 16მიკრობანკის ინვესტიციები

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 22ინვესტორი, კრედიტორი და სხვა პირები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 21ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1721323¹15275359586057563162254
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …დეპოზიტების დაზღვევის …იპოთეკით დაცული ობლიგა…არასაბანკო სადეპოზიტო …დაგროვებითი პენსიის შე…საინვესტიციო საქმიანობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026