რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 36. რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების სამართლებრივი შედეგები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტისალომე ბეჟაშვილი

1.ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორთა კრების მიერ დამტკიცებული რეგულირებული შეთანხმების შესრულება სავალდებულოა კრედიტორებისთვის, გარდა იმ კრედიტორისა, რომელიც არ იყო მოწვეული იმის გამო, რომ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა არ იცოდა ან მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა ამ კრედიტორის არსებობის შესახებ.

2.თუ რეგულირებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კრედიტორს არ აქვს უფლება, მოვალის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი, წამოიწყოს ან განაგრძოს დავა ისეთ მოთხოვნაზე, რომელიც რეგულირებული შეთანხმებითაა მოწესრიგებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ირღვევა რეგულირებული შეთანხმება.

3.რეგულირებული შეთანხმების დამტკიცებისთანავე მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველისთვის რეგულირებული შეთანხმებისთვის განკუთვნილი აქტივების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ამ შეთანხმების შესაბამისად, მის შესრულებაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად.

4.თუ რეგულირებული შეთანხმების ვადის ამოწურვისას, გარდა მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევისა, მოვალეს რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია ისეთი კრედიტორისთვის, რომლისთვისაც რეგულირებული შეთანხმება სავალდებულო გახდა ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოვალეს აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება რეგულირებული შეთანხმების ვადის დასრულების მიუხედავად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1857363⁴⁸405372352311544353938214036
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…ენერგეტიკისა და წყალმო…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…ფინანსური გირავნობის, …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა