რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 65. საცილო ქმედების ცნება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტიდავით ელისაბედაშვილი

1.მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლება აქვს, საცილო გახადოს შემდეგი ქმედებები: ა) გადახდისუუნარობის მასის განზრახ შემცირება − ქმედება, რომლის მიზანია გადახდისუუნარობის მასის შემცირება, მოვალის ქონების ან მისი ნაწილის განკარგვა ან გადამალვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას კრედიტორებისთვის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მისაღწევად ან გადახდისუუნარობის მასისთვის ზიანის სხვაგვარად მიყენება; ბ) გადახდისუუნარობის მასის გაუფასურება − ქონების უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადაცემა, რაც მოვალის გადახდისუუნარობის დადგომამდე განხორციელდა ან რამაც მოვალის გადახდისუუნარობა გამოიწვია და რისი შედეგიცაა გადახდისუუნარობის მასის მოცულობის/ღირებულების შემცირება, მათ შორის: ბ.ა) მოვალის ქონების განკარგვა; ბ.ბ) მოვალის მიერ ვალდებულების აღება, თუ ეს უსასყიდლოდ ხდება ან ამის სანაცვლოდ მოვალე იღებს არასათანადო საპასუხო შესრულებას. არასათანადო საპასუხო შესრულება არსებობს, როდესაც მოვალე  იმაზე ნაკლებს იღებს, ვიდრე, ჩვეულებრივ, მიიღებდა სხვა პირი, ხოლო თუ ამის დადგენა შეუძლებელია, შესრულების სათანადოობა მოვალის მიერ გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით უნდა დადგინდეს; გ) უპირატესობის მინიჭება − ქმედება, რომელიც კრედიტორების ამ კანონით დადგენილი წესით დაკმაყოფილებას ხელს უშლის, ან/და ქმედება, რომელიც კრედიტორს ისეთ უპირატესობას ანიჭებს, რომელიც მას ამ ქმედების გარეშე არ ექნებოდა, მათ შორის, ისეთი კრედიტორული მოთხოვნის შესრულება, რომლის შესრულების ვადაც არ დამდგარა, კრედიტორული მოთხოვნის უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება გათვალისწინებული იყო ძირითადი სავალო ხელშეკრულების დადებისას.

2.ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების წესი არ ზღუდავს სხვა კანონებით, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, გათვალისწინებული სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას ისეთი ქმედების წინააღმდეგ, რომელიც მოვალის ქონების გადამალვას ან სხვაგვარად არაკეთილსინდისიერად განკარგვას უკავშირდება. ამასთანავე, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული ბათილობის ან ზიანის ანაზღაურების სხვა წინაპირობა, შესაბამისი დავა სათანადო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება.

3.„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ ურთიერთგაქვითვას ან საბოლოო ურთიერთგაქვითვას და მის შედეგად განხორციელებულ ოპერაციებს სადავოს ვერ გახდიან (გახდის) კრედიტორები, მოვალე ან/და მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
720563²431675335323856668602465
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სისხლის სა…ფასიან ქაღალდებად გარდ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა