Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 169

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 169. განთავსებული კაპიტალის შემცირება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:წილებისა და აქციების შეფასებააქციონერთა ურთიერთობებიაქციონერთა დავებისტარტაპის იურიდიული მომსახურებაკერძო განთავსებაპერსონალური საფულის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შეამციროს განთავსებული კაპიტალი.

2.განთავსებული კაპიტალი შეიძლება შემცირდეს აქციათა ნომინალური ღირებულების ან ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების ან აქციათა საერთო რაოდენობის შემცირების, მათ შორის, სააქციო საზოგადოების მიერ განთავსებული აქციების ნაწილის გამოსყიდვისა და გაუქმების, შემთხვევაში.

3.განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება და მისი შემცირების თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს.

4.განთავსებული კაპიტალის აქციათა ნომინალური ღირებულების ან ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამისი აქციონერებისთვის თანხის გადახდა. ამ გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს: ა) ის ოდენობა, რომლითაც მცირდება განთავსებული კაპიტალი; ბ) იმ აქციათა სახეები, რომელთა ღირებულებაც მცირდება, და ის სიდიდე, რომლითაც მცირდება თითოეული აქციის ღირებულება; გ) თითოეული სახის აქციის შემცირებული ღირებულება; დ) ის თანხა, რომელიც ხმარდება აქციათა ღირებულების შემცირების შედეგად სააქციო საზოგადოების მიერ აქციონერების ანაზღაურების გაცემას.

5.განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში საერთო კრებაზე წარმოდგენილი უნდა იყვნენ საერთო ხმების არანაკლებ 2/3-ის მფლობელი აქციონერები. ამ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა ჩატარდეს ცალ-ცალკე კენჭისყრა ყველა კლასის აქციებისთვის, რომლებზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. საერთო კრებამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წინადადების, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წინადადების საფუძველზე. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს განთავსებული კაპიტალის შემცირების მიზანი და მეთოდი.

6.იმ პირთა წრის შესახებ მონაცემები, რომლებსაც განთავსებული კაპიტალის აქციათა ღირებულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვთ, სააქციო საზოგადოებისგან მიიღონ თანხა ან/და სააქციო საზოგადოების ფასიანი ქაღალდები, დგინდება წესდებაში განხორციელებული ცვლილების გამოქვეყნების თარიღით.

7.სააქციო საზოგადოებას არ აქვს უფლება, მიიღოს განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, თუ: ა) შემცირების შედეგად განთავსებული კაპიტალის ოდენობა ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს; ბ) არ დასრულებულა ყველა აქციის გამოსყიდვა, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოსყიდული უნდა იქნეს; გ) ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააქციო საზოგადოება მის მიერ აქციონერებისთვის თანხის გადახდის ან სააქციო საზოგადოების სხვა ფასიანი ქაღალდების გადაცემის შედეგად გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება; დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

8.განთავსებული კაპიტალის შემცირების შედეგად აქციონერებისთვის თანხის გადახდა ან განთავსებულ კაპიტალში შენატანის განხორციელებისგან მათი მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ 6 თვის შემდეგ, თუ კრედიტორთა ის მოთხოვნები, რომლებიც განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე წარმოიშვა, სააქციო საზოგადოებამ დააკმაყოფილა ან უზრუნველყო, ან თუ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული დაკმაყოფილება ან უზრუნველყოფა კრედიტორებმა სააქციო საზოგადოებისგან უნდა მიიღონ, თუ მათ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში განუცხადეს სააქციო საზოგადოებას ამის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სააქციო საზოგადოების აქტივების გათვალისწინებით, კრედიტორების დაცვა საჭირო არ არის. კრედიტორებს უფლება აქვთ, მოითხოვონ უზრუნველყოფა, თუ სააქციო საზოგადოების მიმართ მათი მოთხოვნები ვადამოსული არ არის. კრედიტორთა აღნიშნული უფლებების თაობაზე მითითებული უნდა იყოს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შეამციროს განთავსებული კაპიტალი. 2. განთავსებული კაპიტალი შეიძლება შემცირდეს აქციათა ნომინალური ღირებულების ან ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების ან აქციათა საერთო რაოდენობის შემცირების, მათ შორის, სააქციო საზოგადოების მიერ განთავსებული აქციების ნაწილის გამოსყიდვისა და გაუქმების, შემთხვევაში. 3. განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება და მისი შემცირების თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს. 4. განთავსებული კაპიტალის აქციათა ნომინალური ღირებულების ან ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამისი აქციონერებისთვის თანხის გადახდა. ამ გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს: ა) ის ოდენობა, რომლითაც მცირდება განთავსებული კაპიტალი; ბ) იმ აქციათა სახეები, რომელთა ღირებულებაც მცირდება, და ის სიდიდე, რომლითაც მცირდება თითოეული აქციის ღირებულება; გ) თითოეული სახის აქციის შემცირებული ღირებულება; დ) ის თანხა, რომელიც ხმარდება აქციათა ღირებულების შემცირების შედეგად სააქციო საზოგადოების მიერ აქციონერების ანაზღაურების გაცემას. 5. განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში საერთო კრებაზე წარმოდგენილი უნდა იყვნენ საერთო ხმების არანაკლებ 2/3-ის მფლობელი აქციონერები. ამ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა ჩატარდეს ცალ-ცალკე კენჭისყრა ყველა კლასის აქციებისთვის, რომლებზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. საერთო კრებამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წინადადების, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წინადადების საფუძველზე. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს განთავსებული კაპიტალის შემცირების მიზანი და მეთოდი. 6. იმ პირთა წრის შესახებ მონაცემები, რომლებსაც განთავსებული კაპიტალის აქციათა ღირებულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვთ, სააქციო საზოგადოებისგან მიიღონ თანხა ან/და სააქციო საზოგადოების ფასიანი ქაღალდები, დგინდება წესდებაში განხორციელებული ცვლილების გამოქვეყნების თარიღით. 7. სააქციო საზოგადოებას არ აქვს უფლება, მიიღოს განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, თუ: ა) შემცირების შედეგად განთავსებული კაპიტალის ოდენობა ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს; ბ) არ დასრულებულა ყველა აქციის გამოსყიდვა, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოსყიდული უნდა იქნეს; გ) ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააქციო საზოგადოება მის მიერ აქციონერებისთვის თანხის გადახდის ან სააქციო საზოგადოების სხვა ფასიანი ქაღალდების გადაცემის შედეგად გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება; დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 8. განთავსებული კაპიტალის შემცირების შედეგად აქციონერებისთვის თანხის გადახდა ან განთავსებულ კაპიტალში შენატანის განხორციელებისგან მათი მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ 6 თვის შემდეგ, თუ კრედიტორთა ის მოთხოვნები, რომლებიც განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე წარმოიშვა, სააქციო საზოგადოებამ დააკმაყოფილა ან უზრუნველყო, ან თუ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული დაკმაყოფილება ან უზრუნველყოფა კრედიტორებმა სააქციო საზოგადოებისგან უნდა მიიღონ, თუ მათ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში განუცხადეს სააქციო საზოგადოებას ამის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სააქციო საზოგადოების აქტივების გათვალისწინებით, კრედიტორების დაცვა საჭირო არ არის. კრედიტორებს უფლება აქვთ, მოითხოვონ უზრუნველყოფა, თუ სააქციო საზოგადოების მიმართ მათი მოთხოვნები ვადამოსული არ არის. კრედიტორთა აღნიშნული უფლებების თაობაზე მითითებული უნდა იყოს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

წინა მუხლი 168შემდეგი მუხლი 170

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სტარტაპის კაპიტალის სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უმცირესობის აქციონერთა დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა ჩაგვრის სარჩელები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კერძო კაპიტალის განთავსებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 156

მიუთითებენ მასზე

მუხლი 145მუხლი 170

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 170კაპიტალის შემცირება სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გაუქმებით
  • 163სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცვლილების განხორციელების წესი
  • 156სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 20აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი
  • 21საკრედიტო კავშირის კაპიტალი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 9მოთხოვნები კომერციული ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ
  • 37⁴რეკაპიტალიზაცია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერით ან აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციით

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 34საწარმოს საწესდებო კაპიტალში უძრავი ნივთის შეტანით ან კაპიტალის შემცირების შედეგად შენატანის დაბრუნებით წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁹აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება
  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 11გარდამავალი დებულებანი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 29აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
202111309²⁹309²⁸937⁴3429156170145163169
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …კომერციული ბანკების სა…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს სამოქალაქო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025