მეწარმეთა შესახებ

მუხლი 163. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცვლილების განხორციელების წესი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცვლილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად.

2.განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება.

3.განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების განხორციელების საფუძველი, წესი და შესაბამისი თანხა. ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას განსათავსებელი ან გასაუქმებელი აქციების რაოდენობისა და ნომინალური ღირებულების შესახებ, თუ აქციის ღირებულება განსაზღვრულია.

4.განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება ნამდვილია მისი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისი მოთხოვნის უზრუნველყოფა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს.

5.განთავსებული კაპიტალის გაზრდისას შესაძლებელია: ა) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები; ბ) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების გამოყენებით; გ) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულების მომატების ხარჯზე, სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების გამოყენებით.

6.ახალი აქციების გამოშვება, აგრეთვე განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულების მომატება უნდა დარეგისტრირდეს დადგენილი წესით.

7.განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ჩატარდეს ცალ-ცალკე კენჭისყრა ყველა კლასის აქციებისთვის, რომელთა მფლობელების უფლებებზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს.

8.ამ მუხლის მოთხოვნები გამოიყენება აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდის გამოშვებისას შესაბამის შემთხვევაში, მაგრამ არ მოქმედებს თავად კონვერტაციაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2111309²⁹309²⁸2950² (…17843169164156163
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …მიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა