Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 174

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 174. სპეციალური აუდიტორის დანიშვნა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:აქციონერთა ურთიერთობებიაქციონერთა დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების მიმართვისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების ან წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმება, თუ ის კანონით არ ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. ამისთვის იგი ნიშნავს სპეციალურ აუდიტორს.

2.აქციონერს, რომლის ინტერესსაც ეხება სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმება, ხმის უფლება არ აქვს.

3.თუ საერთო კრება უარს იტყვის სპეციალური აუდიტორის დანიშვნაზე სააქციო საზოგადოების იმ სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმების განსახორციელებლად, რომლის შემდეგ 5 წელზე მეტი არ გასულა, სპეციალურ აუდიტორს აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების განცხადების საფუძველზე ნიშნავს სასამართლო, თუკი არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ სამეურნეო მოქმედების განხორციელებისას კანონი ან წესდება უხეშად დაირღვა.

4.თუ საერთო კრება სპეციალურ აუდიტორს დანიშნავს, აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების განცხადების საფუძველზე სასამართლომ შეიძლება ჩაანაცვლოს საერთო კრების მიერ დანიშნული სპეციალური აუდიტორი, თუკი მას არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია ან არსებობს ეჭვი მის მიუკერძოებლობასა და სანდოობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის ვადაა 14 დღე, რომელიც აითვლება საერთო კრების ჩატარების თარიღიდან.

5.სასამართლოს მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას ეკისრება სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური აუდიტორისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება.

6.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან ითანამშრომლონ სპეციალურ აუდიტორთან, მათ შორის, მისცენ მას სააქციო საზოგადოების დოკუმენტაციის, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მარაგების შემოწმების შესაძლებლობა და მიაწოდონ ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია.

7.თუ სასამართლოს მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნა განმცხადებელთა მიერ სასამართლოსთვის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას ეფუძნებოდა, განმცხადებლებს ეკისრებათ სააქციო საზოგადოებისთვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

8.სპეციალურმა აუდიტორმა სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წერილობითი დასკვნა უნდა შეადგინოს. ამ დასკვნაში უნდა აისახოს აგრეთვე ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება სააქციო საზოგადოების ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, მაგრამ რომელთა გაცნობა აუცილებელია საერთო კრების მიერ შემოწმებული სამეურნეო მოქმედების შესაფასებლად.

9.სპეციალურმა აუდიტორმა თავის მიერ ხელმოწერილი დასკვნა დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. ეს დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ აღნიშნული დასკვნა სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უნდა წარუდგინოს და მისი განხილვის საკითხი მორიგი საერთო კრების დღის წესრიგში უნდა შეიტანოს.

რედაქციების შედარება

1. სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების მიმართვისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების ან წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმება, თუ ის კანონით არ ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. ამისთვის იგი ნიშნავს სპეციალურ აუდიტორს. 2. აქციონერს, რომლის ინტერესსაც ეხება სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმება, ხმის უფლება არ აქვს. 3. თუ საერთო კრება უარს იტყვის სპეციალური აუდიტორის დანიშვნაზე სააქციო საზოგადოების იმ სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმების განსახორციელებლად, რომლის შემდეგ 5 წელზე მეტი არ გასულა, სპეციალურ აუდიტორს აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების განცხადების საფუძველზე ნიშნავს სასამართლო, თუკი არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ სამეურნეო მოქმედების განხორციელებისას კანონი ან წესდება უხეშად დაირღვა. 4. თუ საერთო კრება სპეციალურ აუდიტორს დანიშნავს, აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების განცხადების საფუძველზე სასამართლომ შეიძლება ჩაანაცვლოს საერთო კრების მიერ დანიშნული სპეციალური აუდიტორი, თუკი მას არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია ან არსებობს ეჭვი მის მიუკერძოებლობასა და სანდოობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის ვადაა 14 დღე, რომელიც აითვლება საერთო კრების ჩატარების თარიღიდან. 5. სასამართლოს მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას ეკისრება სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური აუდიტორისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. 6. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან ითანამშრომლონ სპეციალურ აუდიტორთან, მათ შორის, მისცენ მას სააქციო საზოგადოების დოკუმენტაციის, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მარაგების შემოწმების შესაძლებლობა და მიაწოდონ ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია. 7. თუ სასამართლოს მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნა განმცხადებელთა მიერ სასამართლოსთვის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას ეფუძნებოდა, განმცხადებლებს ეკისრებათ სააქციო საზოგადოებისთვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. 8. სპეციალურმა აუდიტორმა სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წერილობითი დასკვნა უნდა შეადგინოს. ამ დასკვნაში უნდა აისახოს აგრეთვე ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება სააქციო საზოგადოების ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, მაგრამ რომელთა გაცნობა აუცილებელია საერთო კრების მიერ შემოწმებული სამეურნეო მოქმედების შესაფასებლად. 9. სპეციალურმა აუდიტორმა თავის მიერ ხელმოწერილი დასკვნა დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. ეს დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ აღნიშნული დასკვნა სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უნდა წარუდგინოს და მისი განხილვის საკითხი მორიგი საერთო კრების დღის წესრიგში უნდა შეიტანოს.

წინა მუხლი 173შემდეგი მუხლი 175

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქციონერთა უფლებების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დერივატიული სარჩელები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 146

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 179სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა
  • 187საერთო კრების მოწვევა აქციონერის/აქციონერების მოთხოვნით
  • 192საერთო კრების მონაწილე აქციონერები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა
  • 309²⁹აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება
  • 309²⁵სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 70ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აუდიტორის ვალდებულებები
  • 61ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი და აუდიტორი
  • 79საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 15¹სავალდებულო სატენდერო შეთავაზება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8⁴მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 15აუდიტის ჩატარების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹309²⁸309²⁹309²⁵8⁴15706179146179187192174
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…კომერციული ბანკების სა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025