საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 61. ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი და აუდიტორი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ინვესტორ ფონდსა და ინვესტიციის მიმღებ ფონდს დანიშნული ჰყავთ სხვადასხვა სპეციალიზებული დეპოზიტარი, ამ სპეციალიზებულმა დეპოზიტარებმა მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა დადონ შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ. ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე დაუშვებელია ინვესტორმა ფონდმა განახორციელოს ინვესტიცია ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში.

2.ინვესტორი ფონდის ან ინვესტიციის მიმღები ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ამ თავითა და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული, მარეგულირებელი კანონმდებლობის ან ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის აუდიტორებზე.

4.ინვესტიციის მიმღები ფონდის სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა საზედამხედველო ორგანოს, ინვესტორ ფონდს და შესაბამის შემთხვევაში ინვესტორი ფონდის აქტივების მმართველ კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ინვესტიციის მიმღებ ფონდთან დაკავშირებით ისეთი დარღვევის აღმოჩენის შესახებ, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ინვესტორ ფონდზე.

5.ინვესტორი ფონდის აუდიტორი ვალდებულია აუდიტორული დასკვნის შედგენისას გაითვალისწინოს ინვესტიციის მიმღები ფონდის აუდიტორული დასკვნა. ინვესტორი ფონდის აუდიტორმა აუდიტორულ დასკვნაში უნდა მიუთითოს ინვესტიციის მიმღები ფონდის აუდიტორულ დასკვნაში გამოვლენილი დარღვევებისა და ინვესტორ ფონდზე მათი გავლენის შესახებ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ ინვესტორ ფონდსა და ინვესტიციის მიმღებ ფონდს დანიშნული ჰყავთ სხვადასხვა სპეციალიზებული დეპოზიტარი, ამ სპეციალიზებულმა დეპოზიტარებმა მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა დადონ შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ. ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე დაუშვებელია ინვესტორმა ფონდმა განახორციელოს ინვესტიცია ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში. 2. ინვესტორი ფონდის ან ინვესტიციის მიმღები ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ამ თავითა და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული, მარეგულირებელი კანონმდებლობის ან ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის აუდიტორებზე. 4. ინვესტიციის მიმღები ფონდის სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა საზედამხედველო ორგანოს, ინვესტორ ფონდს და შესაბამის შემთხვევაში ინვესტორი ფონდის აქტივების მმართველ კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ინვესტიციის მიმღებ ფონდთან დაკავშირებით ისეთი დარღვევის აღმოჩენის შესახებ, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ინვესტორ ფონდზე. 5. ინვესტორი ფონდის აუდიტორი ვალდებულია აუდიტორული დასკვნის შედგენისას გაითვალისწინოს ინვესტიციის მიმღები ფონდის აუდიტორული დასკვნა. ინვესტორი ფონდის აუდიტორმა აუდიტორულ დასკვნაში უნდა მიუთითოს ინვესტიციის მიმღები ფონდის აუდიტორულ დასკვნაში გამოვლენილი დარღვევებისა და ინვესტორ ფონდზე მათი გავლენის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1722323¹21265860337028292561
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საგადასახა…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა