იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 15. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის მოვალეობები და უფლებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტისულხან კაპანაძე

1.უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია : ა ) შეამოწმოს , რომ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამიდან გამომდინარე , პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებები ყოველთვის იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებით ამ კანონის მე -7 მუხლის შესაბამისად ; ბ ) შეამოწმოს , რომ უზრუნველყოფის აქტივები იდენტიფიცირებადი და ემიტენტის სხვა აქტივებისგან სეგრეგირებული იყოს ; გ ) შეამოწმოს , რომ იპოთეკური სესხის უზრუნველმყოფი უძრავი ქონების ღირებულება შეფასებული იყოს ამ კანონისა და მის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ; დ ) მონიტორინგი გაუწიოს უძრავი ქონების ფასებს და ამ კანონის მე -4 მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ემიტენტს მოსთხოვოს იმავე პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ; ე ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ ; ვ ) შეასრულოს ემიტენტთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ან / და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულება ( ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ).

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს არ ეკისრება ვალდებულება , დაადგინოს უძრავი ქონების ღირებულების შეფასების სისწორე .

3.იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებამდე უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს , რომ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებულია ამ კანონით გათვალისწინებული საკმარისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივები . ამავე კანონის მე -6 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასეთი დადასტურება ყოველი ახალი ემისიისთვის ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს .

4.უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი უფლებამოსილია შეამოწმოს და გამოითხოვოს ემიტენტის ის ჩანაწერები და ინფორმაცია , რომლებიც იპოთეკურ ობლიგაციებსა და რეგისტრირებულ უზრუნველყოფის აქტივებთან არის დაკავშირებული .

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30129452⁵52²52⁴47871105714462015
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო ფონდების …რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა