Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებმუხლი 19

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 19. პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნა და გათავისუფლება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი ნიშნავს პროგრამის ადმინისტრატორს . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რამდენიმე განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამისთვის დანიშნოს ერთი და იგივე პროგრამის ადმინისტრატორი .

2.პროგრამის ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროგრამის ადმინისტრატორს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია ან ანგარიში .

3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს პროგრამის ადმინისტრატორი და მის ნაცვლად სხვა პირი დანიშნოს .

4.პროგრამის ადმინისტრატორი უნდა იყოს საკმარისი გამოცდილებისა და კარგი რეპუტაციის მქონე ფიზიკური პირი . პროგრამის ადმინისტრატორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სპეციალური მმართველი ან ემიტენტის ლიკვიდატორი . პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და არ დაუშვას საკუთარი ინტერესების პროგრამის კრედიტორთა ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება .

5.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრატორის შრომის ანაზღაურების ოდენობა , რომელიც მისი კვალიფიკაციისა და მის მიერ შესრულებულ მოვალეობათა სირთულის შესაბამისი უნდა იყოს . პროგრამის ადმინისტრატორის შრომის ანაზღაურება და მის მიერ გაწეული დასაბუთებული ხარჯები დაიფარება განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამიდან .

6.პროგრამის ადმინისტრატორი საკუთარი მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის პასუხს ისევე აგებს , როგორც აგებენ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მქონე პირები „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად . პროგრამის ადმინისტრატორი საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის პასუხს აგებს პროგრამის კრედიტორთაწინაშე . პროგრამის ადმინისტრატორს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ დაეკისრება , თუ იგი მოქმედებდა კეთილსინდისიერად და პროგრამის კრედიტორთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით , მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე .

7.საქართველოს ეროვნული ბანკი პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მისი მიღებისთანავე რეგისტრაციისთვის უგზავნის მარეგისტრირებელ ორგანოს .

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-12-16

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 20პროგრამის ადმინისტრატორის უფლებები და მოვალეობები
  • 21იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისება
  • 24განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნარობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37სპეციალური მმართველი
  • 30¹ადრეული ინტერვენცია

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 42სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა
  • 3სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 37დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები
  • 35დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი
  • 7ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები

ფაქტორინგის შესახებ

  • 32დარღვევები და სანქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3730¹423242202137357533219
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…კომერციული ბანკების სა…საგადახდო სისტემისა და…ნებაყოფლობითი კერძო პე…მიკრობანკების საქმიანო…ფაქტორინგის შესახებ

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო