Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 25

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 25. მოვალის საქმიანობის ანგარიში

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:პრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვასააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვამოძრავი ქონების გამოთხოვაუზრუნველყოფილი დაკრედიტებაბუღალტერიასარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს მოვალის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და სრულ ინფორმაციას მოვალის აქტივების, ვალდებულებების, გარანტიებისა და თავდებობის შესახებ.

2.მოვალის აქტივების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოვალის აქტივების აღწერილობას, რომელშიც მითითებულია მათი საბალანსო და საბაზრო ღირებულებები, მათ შორის: ა) უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული ქონებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღწერილობას, უზრუნველყოფის ღონისძიების წარმოშობის დროს, საფუძველსა და მოცულობას; ბ) აქტივებს, რომლებიც უნდა გამოირიცხოს რეგულირებული შეთანხმებიდან (არსებობის შემთხვევაში); გ) მოვალის მოთხოვნებს მესამე პირის მიმართ, მათ შორის, მოთხოვნებს მოვალესთან დაკავშირებული პირის მიმართ; დ) იმ ქონების აღწერილობას, რომლის მესაკუთრეც რეგულირებული შეთანხმების დადებამდე არ არის მოვალე, მაგრამ რომელსაც მოიცავს ეს შეთანხმება. ამ ქონების აღწერილობა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქონების მესაკუთრისა და იმ პირობების შესახებ, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც ეს ქონება ხელმისაწვდომი იქნება რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში.

3.მოვალის ვალდებულებები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის: ა) კრედიტორთა სიას, რომელშიც მითითებულია თითოეული კრედიტორის მოთხოვნა, დასახელება და მისამართი, შემდეგი თანამიმდევრობით: ა.ა) უზრუნველყოფილი კრედიტორები − უნდა მიეთითოს უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საგნის აღწერილობა და მოცულობა; ა.ბ) პრეფერენციული კრედიტორები; ა.გ) არაუზრუნველყოფილი კრედიტორები; ა.დ) მოვალესთან დაკავშირებული პირის კრედიტორები; ბ) მოვალის პარტნიორების დასახელებასა და მისამართს, მითითებას თითოეული პარტნიორის შესაბამისი წილისა და შენატანის  (მათ შორის, განუხორციელებელი შენატანის) შესახებ. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში საკმარისია წარდგენილ იქნეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოვალის პარტნიორების არანაკლებ ორი მესამედის შესახებ.

4.გარანტიებისა და თავდებობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის: ა) ინფორმაციას იმის შესახებ, გაცემულია თუ არა მოვალის ვალთან დაკავშირებით რაიმე გარანტია, გარანტიის აღწერილობასა და მოცულობას (არსებობის შემთხვევაში); ბ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გარანტებიდან/თავდებებიდან რომელია მოვალესთან დაკავშირებული პირი.

5.მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას შეცილების შესაძლო საფუძვლების შესახებ, რომლებიც საწარმოს რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის შემთხვევაში იარსებებდა.

6.მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა მომზადდეს შეთავაზების თარიღამდე არაუადრეს 2 კვირის მდგომარეობით. იგი დადასტურებული უნდა იყოს განცხადებით, რომლითაც შემთავაზებელი ადასტურებს, რომ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია შემთავაზებლისთვის, სრულია და სიმართლეს შეესაბამება.

7.შესაბამისი ანგარიშის შედგენის მიზნებისთვის რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილზე უფრო ხანგრძლივი დროის მონაკვეთზედაც, მაგრამ არაუადრეს შეთავაზების თარიღამდე 2 თვის მდგომარეობით.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასტანდარტული უზრუნველყოფის მექანიზმები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების მოძიება 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრედიტორული და დებიტორული ანგარიშები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მესამე პირებთან არსებული უფლებების დაყადაღება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 33მოვალის საქმიანობის ანგარიშის გამჟღავნების შეზღუდვა
  • 26შეთავაზების პირობები
  • 15ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 42მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა
  • 17აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი
  • 18კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 429ვალდებულების შესრულების მიღება
  • 430შესრულების მიღების დოკუმენტების რეკვიზიტები
  • 432შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 25რეფინანსირების ბანკის მოვალის ფინანსური სირთულეები

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹¹გამჭვირვალობის წლიური ანგარიში

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 31ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹¹421718314294304323326152525
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…იპოთეკით დაცული ობლიგა…საავტორო და მომიჯნავე …ელექტრონული კომუნიკაცი…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო