Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 21

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 21. შავი სია

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:კრიპტო კომპლაიენსიAML, KYC და კომპლაიანსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.შავი სია არის ოფიციალური რეესტრი, რომელსაც სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და რომელში რეგისტრირებულ ეკონომიკურ ოპერატორსაც ეკრძალება საჯარო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობა ამ მუხლით განსაზღვრული ვადითა და პირობებით. შავი სია და მისი მონაცემები (გარდა იმ პერსონალური მონაცემებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ უნდა გამოქვეყნდეს) საჯაროა.

2.ეკონომიკური ოპერატორი რეგისტრირებული უნდა იქნეს შავ სიაში, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძველი: ა) ეკონომიკური ოპერატორი ან პირი, რომელიც არის მისი მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რწმუნებული ან პირი, რომელსაც უფლება აქვს, შვილობილი საწარმოების საქმიანობაში ეკონომიკურ ოპერატორს წარმოადგენდეს, ნასამართლევია ერთ-ერთი შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის: ა.ა) ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, კომერციული მოსყიდვა; ა.ბ) თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა; ა.გ) გადასახადისათვის თავის არიდება; ა.დ) ტერორისტული აქტი, ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა, ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორიზმის მუქარა, წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის; ა.ე) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა; ა.ვ) სხვა დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არ არის; ბ) სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა ეკონომიკური ოპერატორის მიერ შრომითი უფლებების დარღვევა, კერძოდ: ბ.ა) აკრძალულ შემთხვევაში არასრულწლოვანის დასაქმება; ბ.ბ) ერთი ან ერთზე მეტი პირის დასაქმება, რომელიც/რომლებიც არ არის/არ არიან საქართველოს ან ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეები, თუ ის/ისინი საქართველოს ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება/იმყოფებიან; ბ.გ) პირის შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე დასაქმება, როდესაც კანონმდებლობით შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულებაა დადგენილი, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ამ პირის შესახებ შესაბამისი დეკლარაციის წარუდგენლობა, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს პირის მიერ საქმიანობის დაწყების შემთხვევაში; გ) სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება (გადაწყვეტილება საბოლოოა ან/და მისი გასაჩივრების ვადა გასულია), ეკონომიკური ოპერატორი მიჩნეულ იქნა კონკურენციის წესების დამრღვევად (დარღვევა გამოიხატა მის მიერ კონკურენციის შემზღუდავი ხელშეკრულების დადებით, გადაწყვეტილების მიღებით ან შეთანხმებულ ქმედებაში მონაწილეობით). ეს დებულება არ გამოიყენება, თუ ეკონომიკურმა ოპერატორმა ჯარიმა გადაიხადა ან უფლებამოსილმა ორგანომ ეკონომიკური ოპერატორის მიერ კონკურენციის წესების დარღვევის გამოვლენის შემდეგ იგი ჯარიმისგან გაათავისუფლა ან თანამშრომლობის წახალისების პროგრამის ფარგლებში მას ჯარიმა შეუმცირა, ამასთანავე, ეკონომიკურმა ოპერატორმა კონკურენციის წესების დარღვევის პრევენციისთვის სათანადო ზომები მიიღო; დ) შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებით დასტურდება საჯარო შესყიდვაში მონაწილეობისას ეკონომიკური ოპერატორის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა, კერძოდ: დ.ა) სხვა ეკონომიკურ ოპერატორთან მოლაპარაკება საჯარო შესყიდვის პროცედურაზე გავლენის მოხდენის ან/და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით; დ.ბ) შესყიდვების პროცედურების მიმდინარეობისას ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან შესყიდვის პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მცდარი ინფორმაციის განზრახ ან გაუფრთხილებლად წარდგენა; დ.გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის ხელის შეშლა იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომლითაც იგი საჯარო შესყიდვის პროცედურაში გაუმართლებელ უპირატესობას მიიღებდა; დ.დ) ამ კანონის მე-20, 63-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და შესყიდვის პირობებით განსაზღვრული იმ ინფორმაციის წარუდგენლობა, რომლის წარდგენაც სავალდებულოა (გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ან/და მცდარი ინფორმაციის წარდგენა; ე) ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ამასთანავე, აუცილებელია, შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყოს ან ეს ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვრცელდება აგრეთვე: ა) ეკონომიკური ოპერატორის წევრზე – თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა; ბ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორზე, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, თუ აღნიშნული მუხლის შესაბამისად შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

4.თუ ეკონომიკური ოპერატორი არის უცხოური საწარმო/მუდმივი დაწესებულება/ფილიალი (წარმომადგენლობა), შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ძირითადი საწარმოს, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის საქართველოში რეგისტრირებული და შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების პერიოდში რეგისტრირებული მისი ყველა მუდმივი დაწესებულების/ფილიალის (წარმომადგენლობის) მიმართ, შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების დარჩენილი პერიოდით. საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა ეკრძალება აგრეთვე ყველა ეკონომიკურ ოპერატორს, რომლებშიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობები უკავიათ, და იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი არის შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი.

5.შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი შავ სიაში რეგისტრირდება: ა) 3 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვის უფრო მეტი ვადა არ არის განსაზღვრული; ბ) 2 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) 1 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორს შავ სიაში რეგისტრაციამდე შეიძლება მიეცეს გაფრთხილება, რომელიც 1 წლის განმავლობაში მოქმედებს. გაფრთხილება გამოიყენება მხოლოდ ერთხელ, თუ ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში რეგისტრაციით თანასწორი მოპყრობის პრინციპი დაირღვევა. გაფრთხილება არ გამოიყენება, თუ ეკონომიკურმა ოპერატორმა რამდენიმე შესყიდვის ხელშეკრულება დაარღვია ან მას გაფრთხილება უკვე მიღებული აქვს. გაფრთხილება, რომლის მოქმედების ვადაც გასულია, ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინება.

7.შესაძლებელია, ეკონომიკური ოპერატორი: ა) არ დარეგისტრირდეს შავ სიაში, თუ მასში რეგისტრაციით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები; ბ) არ დარეგისტრირდეს შავ სიაში ან ვადაზე ადრე იქნეს შავი სიიდან ამოღებული, თუ მას შეუძლია დაადასტუროს, რომ, მიუხედავად შავ სიაში რეგისტრაციის შესაბამისი საფუძვლის არსებობისა, იმის მიხედვით, თუ რომელია მისი შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი, საკუთარი სანდოობის დასადასტურებლად სათანადო ზომები მიიღო, კერძოდ: ბ.ა) გადაიხადა დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენით გამოწვეული კომპენსაცია ან აიღო მისი გადახდის ვალდებულება; ბ.ბ) წარადგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა შესაბამის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ამომწურავი ინფორმაციის/განმარტების, ფაქტებისა და გარემოებების წარდგენის შესახებ; ბ.გ) მიიღო ეფექტიანი ზომები (მათ შორის, განახორციელა სათანადო ტექნიკური, ორგანიზაციული და საკადრო ღონისძიებები) დანაშაულის ან გადაცდომის თავიდან ასაცილებლად.

8.თუ ეკონომიკურ ოპერატორს საჯარო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით/განაჩენით აეკრძალა, მას არ აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით სარგებლობის უფლება სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვის პერიოდში. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით სარგებლობის უფლება ეკონომიკურ ოპერატორს არ აქვს აგრეთვე, თუ მისი შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება/განაჩენი.

9.სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს ეკონომიკური ოპერატორის ან სხვა პირის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობის დასადგენად.

10.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სააგენტო შავი სიის ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. შავი სიის წარმოების დეტალური წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1743  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

რედაქციების შედარება

1. შავი სია არის ოფიციალური რეესტრი, რომელსაც სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და რომელში რეგისტრირებულ ეკონომიკურ ოპერატორსაც ეკრძალება საჯარო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობა ამ მუხლით განსაზღვრული ვადითა და პირობებით. შავი სია და მისი მონაცემები (გარდა იმ პერსონალური მონაცემებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ უნდა გამოქვეყნდეს) საჯაროა. 2. ეკონომიკური ოპერატორი რეგისტრირებული უნდა იქნეს შავ სიაში, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძველი: ა) ეკონომიკური ოპერატორი ან პირი, რომელიც არის მისი მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რწმუნებული ან პირი, რომელსაც უფლება აქვს, შვილობილი საწარმოების საქმიანობაში ეკონომიკურ ოპერატორს წარმოადგენდეს, ნასამართლევია ერთ-ერთი შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის: ა.ა) ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, კომერციული მოსყიდვა; ა.ბ) თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა;გათეთრება); ა.გ) გადასახადისათვის თავის არიდება; ა.დ) ტერორისტული აქტი, ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა, ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორიზმის მუქარა, წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის; ა.ე) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა; ა.ვ) სხვა დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არ არის; ბ) სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა ეკონომიკური ოპერატორის მიერ შრომითი უფლებების დარღვევა, კერძოდ: ბ.ა) აკრძალულ შემთხვევაში არასრულწლოვანის დასაქმება; ბ.ბ) ერთი ან ერთზე მეტი პირის დასაქმება, რომელიც/რომლებიც არ არის/არ არიან საქართველოს ან ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეები, თუ ის/ისინი საქართველოს ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება/იმყოფებიან; ბ.გ) პირის შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე დასაქმება, როდესაც კანონმდებლობით შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულებაა დადგენილი, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ამ პირის შესახებ შესაბამისი დეკლარაციის წარუდგენლობა, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს პირის მიერ საქმიანობის დაწყების შემთხვევაში; გ) სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება (გადაწყვეტილება საბოლოოა ან/და მისი გასაჩივრების ვადა გასულია), ეკონომიკური ოპერატორი მიჩნეულ იქნა კონკურენციის წესების დამრღვევად (დარღვევა გამოიხატა მის მიერ კონკურენციის შემზღუდავი ხელშეკრულების დადებით, გადაწყვეტილების მიღებით ან შეთანხმებულ ქმედებაში მონაწილეობით). ეს დებულება არ გამოიყენება, თუ ეკონომიკურმა ოპერატორმა ჯარიმა გადაიხადა ან უფლებამოსილმა ორგანომ ეკონომიკური ოპერატორის მიერ კონკურენციის წესების დარღვევის გამოვლენის შემდეგ იგი ჯარიმისგან გაათავისუფლა ან თანამშრომლობის წახალისების პროგრამის ფარგლებში მას ჯარიმა შეუმცირა, ამასთანავე, ეკონომიკურმა ოპერატორმა კონკურენციის წესების დარღვევის პრევენციისთვის სათანადო ზომები მიიღო; დ) შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებით დასტურდება საჯარო შესყიდვაში მონაწილეობისას ეკონომიკური ოპერატორის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა, კერძოდ: დ.ა) სხვა ეკონომიკურ ოპერატორთან მოლაპარაკება საჯარო შესყიდვის პროცედურაზე გავლენის მოხდენის ან/და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით; დ.ბ) შესყიდვების პროცედურების მიმდინარეობისას ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან შესყიდვის პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მცდარი ინფორმაციის განზრახ ან გაუფრთხილებლად წარდგენა; დ.გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის ხელის შეშლა იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომლითაც იგი საჯარო შესყიდვის პროცედურაში გაუმართლებელ უპირატესობას მიიღებდა; დ.დ) ამ კანონის მე-20, 63-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და შესყიდვის პირობებით განსაზღვრული იმ ინფორმაციის წარუდგენლობა, რომლის წარდგენაც სავალდებულოა (გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ან/და მცდარი ინფორმაციის წარდგენა; ე) ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ამასთანავე, აუცილებელია, შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყოს ან ეს ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვრცელდება აგრეთვე: ა) ეკონომიკური ოპერატორის წევრზე – თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა; ბ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორზე, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, თუ აღნიშნული მუხლის შესაბამისად შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. 4. თუ ეკონომიკური ოპერატორი არის უცხოური საწარმო/მუდმივი დაწესებულება/ფილიალი (წარმომადგენლობა), შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ძირითადი საწარმოს, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის საქართველოში რეგისტრირებული და შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების პერიოდში რეგისტრირებული მისი ყველა მუდმივი დაწესებულების/ფილიალის (წარმომადგენლობის) მიმართ, შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების დარჩენილი პერიოდით. საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა ეკრძალება აგრეთვე ყველა ეკონომიკურ ოპერატორს, რომლებშიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობები უკავიათ, და იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი არის შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი. 5. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი შავ სიაში რეგისტრირდება: ა) 3 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვის უფრო მეტი ვადა არ არის განსაზღვრული; ბ) 2 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) 1 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორს შავ სიაში რეგისტრაციამდე შეიძლება მიეცეს გაფრთხილება, რომელიც 1 წლის განმავლობაში მოქმედებს. გაფრთხილება გამოიყენება მხოლოდ ერთხელ, თუ ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში რეგისტრაციით თანასწორი მოპყრობის პრინციპი დაირღვევა. გაფრთხილება არ გამოიყენება, თუ ეკონომიკურმა ოპერატორმა რამდენიმე შესყიდვის ხელშეკრულება დაარღვია ან მას გაფრთხილება უკვე მიღებული აქვს. გაფრთხილება, რომლის მოქმედების ვადაც გასულია, ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინება. 7. შესაძლებელია, ეკონომიკური ოპერატორი: ა) არ დარეგისტრირდეს შავ სიაში, თუ მასში რეგისტრაციით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები; ბ) არ დარეგისტრირდეს შავ სიაში ან ვადაზე ადრე იქნეს შავი სიიდან ამოღებული, თუ მას შეუძლია დაადასტუროს, რომ, მიუხედავად შავ სიაში რეგისტრაციის შესაბამისი საფუძვლის არსებობისა, იმის მიხედვით, თუ რომელია მისი შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი, საკუთარი სანდოობის დასადასტურებლად სათანადო ზომები მიიღო, კერძოდ: ბ.ა) გადაიხადა დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენით გამოწვეული კომპენსაცია ან აიღო მისი გადახდის ვალდებულება; ბ.ბ) წარადგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა შესაბამის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ამომწურავი ინფორმაციის/განმარტების, ფაქტებისა და გარემოებების წარდგენის შესახებ; ბ.გ) მიიღო ეფექტიანი ზომები (მათ შორის, განახორციელა სათანადო ტექნიკური, ორგანიზაციული და საკადრო ღონისძიებები) დანაშაულის ან გადაცდომის თავიდან ასაცილებლად. 8. თუ ეკონომიკურ ოპერატორს საჯარო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით/განაჩენით აეკრძალა, მას არ აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით სარგებლობის უფლება სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვის პერიოდში. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით სარგებლობის უფლება ეკონომიკურ ოპერატორს არ აქვს აგრეთვე, თუ მისი შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება/განაჩენი. 9. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს ეკონომიკური ოპერატორის ან სხვა პირის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობის დასადგენად. 10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სააგენტო შავი სიის ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. შავი სიის წარმოების დეტალური წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1743  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 29 ივნ. 2026
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საეჭვო ტრანზაქციების ანგარიშგების (STR/SAR) პროცესის აწყობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

5
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20მუხლი 63მუხლი 68

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 165²²მუხლი 12მუხლი 16მუხლი 58მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 22თეთრი სია
  • 58დისკვალიფიკაცია
  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 9ეკონომიკური საქმიანობა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20³ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოების პრინციპები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 31სამსახურის სტატუსი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 13ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 26ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები
  • 112აღრიცხვა

მეწარმეთა შესახებ

  • 13რეესტრის საჯაროობა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20³165²²7913⁵1331582220636812161921
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ადმინისტრა…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026