Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებმუხლი 9

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

მუხლი 9. შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:ტელეკომუნიკაციებიენერგიის განაწილებაკომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით გაიყვანოს თავისი ქსელი შენობის დაშვების წერტილამდე.

2.ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე განათავსოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.შენობის დაშვების წერტილისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ავტორიზებული პირის შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნა სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით.

4.თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან, თითოეულ მხარეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობის დასადგენად კომისიას მიმართოს. კომისია ვალდებულია თანასწორობის პრინციპის დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება დავის გადასაწყვეტად. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

5.შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში ავტორიზებულ პირს უფლება აქვს,  გაიყვანოს თავისი ქსელი აბონენტამდე და ამ ქსელის დასრულების წერტილად აბონენტთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვროს აბონენტის საცხოვრებელი ადგილი, იმ პირობით, რომ მესამე მხარის კერძო საკუთრებაზე გავლენა მინიმუმამდე შემცირდება.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული კომუნიკაციების ავტორიზაცია (ComCom)სერვისის გვერდი
  • ენერგეტიკულ ქსელთან მიერთებასერვისის გვერდი
  • ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 15გარდამავალი დებულებები
  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება
  • 19ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
  • 35სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 57ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 58ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა
  • 161ავტორიზაცია

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 72მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა
  • 22საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
341935177222575816141559
მნიშვნელობით ახლოსსატელეკომუნიკაციო ინფრ…ელექტრონული კომუნიკაცი…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სივრცის და…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023