Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 58

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 58. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე, არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის საფუძვლით, აგრეთვე თუ სისტემასთან მესამე პირის დაშვება ხელს შეუშლის გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურების გაწევაში ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ამ გადაწყვეტილების მოქმედების ვადის, უარის თქმის შესაბამისი მიზეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა პირს, რომელთა მოთხოვნა ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დაშვებაზე მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობებს უარის თქმის მიზეზებსდა წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ, ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის გამო ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი ზომები ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად, თუ ეს ქმედება ეკონომიკურად გამართლებულია ან პოტენციური მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების დაფარვას.

4.კომისია შესაბამის შემთხვევებში უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიწოდების ხარჯების ასანაზღაურებლად შესაძლოა დაწესდეს გონივრული საფასური.

5.პირი, რომელსაც უარი ეთქვა ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე, ან პირი, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების პირობებით უკმაყოფილოა, უფლებამოსილია ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართოს კომისიას.

წინა მუხლი 57შემდეგი მუხლი 59

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგეტიკულ ქსელთან მიერთებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 155

მიუთითებენ მასზე

მუხლი 60

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 57ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 79გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმა
  • 66ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 9შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება
  • 32დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 13რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 25თანხმობაზე უარი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3432251615560577966194951358
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…სატელეკომუნიკაციო ინფრ…განახლებადი წყაროებიდა…ელექტრონული კომუნიკაცი…ადამიანის ორგანოთა გად…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026