Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა შრომის შესახებმუხლი 14

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 14. მეზღვაურის ხელფასი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:საზღვაო ეკიპაჟიინდივიდუალური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.მეზღვაურმა არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა მიიღოს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებითა და კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასი.

2.მეზღვაურს ხელფასი ერიცხება მის საბანკო ანგარიშზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი წერილობით მის სხვაგვარად მიღებას მოითხოვს.

3.მეზღვაურმა გემთმფლობელისგან ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისგან უნდა მიიღოს ყოველთვიური ამონაწერი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მეზღვაურისთვის გადახდილი ნებისმიერი თანხის (მათ შორის, ხელფასის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას ვალუტის კურსის თაობაზე, თუ თანხა შეთანხმებულისგან განსხვავებული ვალუტით/კურსით იქნა გადახდილი.

4.თუ მეზღვაური ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს, ნამუშევარ საათებს აღრიცხავს გემის კაპიტანი ან კაპიტნის მიერ განსაზღვრული პირი. ზეგანაკვეთური სამუშაოს გაანგარიშების დოკუმენტი მეზღვაურმა ყოველთვიურად უნდა დაადასტუროს.

5.გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მეზღვაურს საშუალებას მისცემს, მისი სურვილის შემთხვევაში თავისი ხელფასი ან ხელფასის ნაწილი გადაურიცხოს მის მიერ განსაზღვრულ პირს/პირებს უშუალოდ, საბანკო გადარიცხვის ან სხვა, მსგავსი მეთოდით, ზუსტად დადგენილ დროს.

6.გემთმფლობელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გაწეული მომსახურებისთვის განახორციელოს დაქვითვა. ეს დაქვითვა გონივრული უნდა იყოს. ვალუტის კურსი უნდა განისაზღვროს უფრო ხელსაყრელი საბაზრო კურსის ან ოფიციალური კურსის მიხედვით და არ უნდა იყოს მეზღვაურის ინტერესების საზიანო. ამ პუნქტის მიზნებისთვის გემთმფლობელის მიერ განხორციელებული დაქვითვა გონივრულად არ მიიჩნევა, თუ ის საბანკო გადარიცხვისთვის დადგენილ საფასურს აღემატება.

7.ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გადახდისას მეზღვაურის ხელფასის დათვლის მიზნებისთვის მის მიერ ზღვაზე და ნავსადგურში ნამუშევარი ჩვეულებრივი სამუშაო საათების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს დღეში 8 საათს, ხოლო კვირაში − 48 საათს. ამასთანავე, ზეგანაკვეთური შრომის საათობრივი ტარიფი საბაზისო ხელფასის ერთ მთელსა და ერთ მეოთხედზე ნაკლები არ უნდა იყოს.

8.თუ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ხელფასის სრულად ან ნაწილობრივ კონსოლიდირება, მეზღვაურის მიერ შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ ნამუშევარი სამუშაო საათების რაოდენობა ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით. თუ დამატებითი სამუშაო საათები გახდება საჭირო, ამ საათებისთვის საათობრივი კომპენსაცია საბაზისო კონსოლიდირებული ხელფასის ერთ მთელსა და ერთ მეოთხედზე ნაკლები არ უნდა იყოს.

9.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, დაუშვებელია მეზღვაურის ხელფასიდან დაქვითვის განხორციელება, გარდა სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევისა. ასევე დაუშვებელია მეზღვაურისთვის ჯარიმის დაკისრება, გარდა მისი უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დაკისრების შემთხვევისა.

10.თუ გემთმფლობელი აგვიანებს მეზღვაურისთვის ხელფასის გადახდას, მეზღვაური უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია გადაუხდელი ხელფასის 10%-ის ოდენობით, მანამ, სანამ ხელფასი გადახდილი არ იქნება.

11.ამ მუხლით განსაზღვრული არცერთი პირობა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ შეიზღუდოს მეზღვაურის უფლება, სარჩელით მოითხოვოს გადაუხდელი ხელფასი და სხვა თანხები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო თუ სარჩელი საქართველოს ფარგლების გარეთ არის შეტანილი − ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12.მეზღვაურის გარდაცვალების შემთხვევაში მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადასახდელი ხელფასი შემდეგნაირად განისაზღვრება: ა) როდესაც მეზღვაური ყოველთვიურად იღებს ანაზღაურებას, მას ხელფასი გარდაცვალების დღემდე დაუანგარიშდება; ბ) როდესაც მეზღვაური ერთი რეისისთვის არის დაქირავებული და ერთჯერადი განაკვეთით იღებს ანაზღაურებას, მას ხელფასი სრულად აუნაზღაურდება, თუ მეზღვაური რეისის დაწყებისთანავე გარდაიცვალა; გ) როდესაც მეზღვაური ორი გზის რეისზე მსახურობს და ერთჯერადი განაკვეთით იღებს ხელფასს, მას აუნაზღაურდება ხელფასის ნახევარი, თუ მეზღვაური რეისის დაწყებისთანავე ან ნავსადგურში შესვლისას გარდაიცვალა, ხოლო თუ იგი უკანა გზაზე გარდაიცვალა, მას ხელფასი სრულად აუნაზღაურდება.

13.თუ მეზღვაური მძევლად არის აყვანილი მეკობრეობის ან გემზე შეიარაღებული ძარცვის შედეგად, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეზღვაურის ხელფასი გადახდილი უნდა იქნეს მისი მძევლად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, მის რეპატრიაციამდე ან გარდაცვალებამდე.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავა სახელფასო დავალიანებასა და ზეგანაკვეთურზე4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო ეკიპაჟის უფლებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 15მეზღვაურის შვებულება
  • 10მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულება
  • 17მეზღვაურის კომპენსაცია გემის დაღუპვის, დაკარგვის ან ჩაძირვის შემთხვევაში

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 9მოხელის სახელფასო დანამატი

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 14საფასური
  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა
  • 7მეზღვაურთა გამოცდა

საზღვაო კოდექსი

  • 62—
  • 374—

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 27ზეგანაკვეთური სამუშაო

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 47სოციალური მუშაკის სამუშაო დრო და დასვენების დრო, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების წესი

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 23თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6237427146672394715101714
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საჯარო დაწესებულებაში …მეზღვაურთა განათლებისა…საზღვაო კოდექსისაქართველოს შრომის კოდ…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023