საზღვაო კოდექსი

მუხლი 45

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავის მიზნებისთვის: ა) „გემთმფლობელი“ ნიშნავს გემის მეპატრონეს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მაგალითად, მენეჯერს, აგენტს ან ბერბოუტ-ჩარტერერს, რომელსაც გემის მფლობელმა დააკისრა პასუხისმგებლობა გემის ექსპლუატაციისთვის, ამასთანავე, რომელმაც აღნიშნულ პროცესში განაცხადა თანხმობა, რომ აიღოს გემთმფლობელისთვის დაკისრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) შესაბამისად, მიუხედავად იმისა, შეასრულებს თუ არა სხვა პირი ან ორგანიზაცია გემთმფლობელის სახელით სხვა გარკვეულ მოვალეობებს; ბ) „მეზღვაური“ ნიშნავს პირს, რომელიც მუშაობს თანამდებობაზე იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლების (sheltered waters) ან საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა.

2.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ეს თავი ვრცელდება იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლებისა (sheltered waters) და საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1433744¹53427141172102045
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა