Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა შრომის შესახებმუხლი 9

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 9. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:ფინანსური მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819202122

1.საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში სტატუსის მქონე მეზღვაური ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე უნდა სარგებლობდეს კარიერული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების შესაძლებლობით.

2.საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებას ახორციელებს სააგენტო.

3.თუ სააგენტო, კომპეტენტური ორგანო, სხვა სამინისტრო ან საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს შექმნას ან მართოს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ამ პირმა საქმიანობის განხორციელებისას უნდა უზრუნველყოს მეზღვაურთა უფლებების დაცვა კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

4.სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც ხელს უწყობს მეზღვაურთა დასაქმებას, ვალდებულია დაიცვას კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნები.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირად მიიჩნევა პირი, რომელსაც გემზე ერთდროულად არანაკლებ 10 მეზღვაური ჰყავს დასაქმებული.

6.სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი“ განმარტებაში.

7.საქართველოში მოქმედმა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა მეზღვაურთა დასაქმების სფეროში საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის საფუძველზე.

8.საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა გემზე დასაქმებისთვის პირს ირიბად ან პირდაპირ არ უნდა მოსთხოვოს საფასურის გადახდა და არ უნდა მიიღოს ისეთი ზომა ან არ უნდა ჩაატაროს ისეთი პროცედურა, რომელიც რაიმე შეფერხებას გამოიწვევს ან ამ პირის გემზე დასაქმებას ხელს შეუშლის.

9.საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის გაცემის, ამ სერტიფიკატის გაცემის პირობების მონიტორინგისა და ზედამხედველობის, აღნიშნული სერტიფიკატის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, ყოველწლიური სავალდებულო მონიტორინგის განხორციელების პირობით.

10.სააგენტო საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატს გასცემს ამ პირის საქმიანობის კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში.

11.საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ: ა) გემზე დასაქმებისთვის მეზღვაურს ირიბად ან პირდაპირ არ მოსთხოვოს საფასურის (სავიზო მოსაკრებლების ჩათვლით) გადახდა, გარდა იმ ხარჯის ანაზღაურებისა, რომლის გაწევაც მეზღვაურს სამედიცინო მოწმობის, მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის, მოქალაქის პასპორტის ან სხვა პირადი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად მოეთხოვება; ბ) ჰქონდეს ზუსტად განსაზღვრული პროცედურა, რომელიც აღკვეთს მეზღვაურის შრომითი ექსპლუატაციის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის დადებული ავანსის გაცემის შესახებ გარიგებიდან ან სხვა ფინანსური გარიგებიდან, რომელსაც ახორციელებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი; გ) ზუსტად განსაზღვრული და საჯაროდ გამოქვეყნებული ჰქონდეს ყველა ხარჯი, რომლებიც შეიძლება მეზღვაურმა დასაქმების პროცესში გასწიოს; დ) აწარმოოს და მუდმივად განაახლოს მის მიერ შერჩეულ მეზღვაურთა რეესტრი. ეს რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას; ე) მეზღვაური მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერამდე გაეცნოს საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს და მიიღოს ამ ხელშეკრულების ასლი; ვ) დასაქმებასთან დაკავშირებით მეზღვაური ინფორმირებული იყოს მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებებისა და კონკრეტული გემთმფლობელის პოლიტიკის შესახებ; ზ) მეზღვაური კვალიფიციური იყოს და ფლობდეს კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ყველა დოკუმენტს, ხოლო მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულება შეესაბამებოდეს ამ კანონსა და კოლექტიურ ხელშეკრულებას (ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში), რომელიც, თავის მხრივ, შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია; თ) გემთმფლობელს ჰქონდეს უცხო ქვეყნის ნავსადგურში განსაცდელში მყოფი მეზღვაურის დაცვის შესაძლებლობა; ი) შეისწავლოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი, რეაგირება მოახდინოს მასზე და აცნობოს სააგენტოს დაუკმაყოფილებელი საჩივრის თაობაზე; კ) გემთმფლობელს ჰქონდეს მეზღვაურის უცხო ქვეყნის ნავსადგურში საარსებო საშუალებების გარეშე დარჩენის საფრთხისგან დაცვის შესაძლებლობა.

12.საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს MLC კოდექსის B1.4 წესით.

13.საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს დანერგილი უნდა ჰქონდეს მეზღვაურთა დაზღვევის ან სხვა ეკვივალენტური საშუალებით დაცვის სისტემა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან გემთმფლობელის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მეზღვაურისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

14.აღიარებულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს პერსონალური დაცვის მიზნით უნდა ჰქონდეს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფსამ პირთან არსებული, მეზღვაურის დასაქმებასთან დაკავშირებული დოკუმენტების არაუფლებამოსილი პირების ხელმისაწვდომობისგან დაცვას და რომელიც მოიცავს: ა) მონაცემებს მეზღვაურის კომპეტენციის/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ; ბ) მონაცემებს მეზღვაურის სამუშაო სტაჟის შესახებ; გ) მეზღვაურის პერსონალურ მონაცემებს; დ) მონაცემებს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

15.საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს მას ამ პირის მიერ წლის განმავლობაში დასაქმებული მეზღვაურების საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მათი რანგების მიხედვით, აგრეთვე მეზღვაურთა დასაქმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემი.

16.აღიარებულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს არ უნდა ჰქონდეს ისეთი სია ან მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის მეზღვაურის მიერ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს მიღებას.

17.საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა დანერგოს ხარისხის მართვის სისტემა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი მომსახურების ამ კანონით დადგენილ სტანდარტებთან უპირობო შესაბამისობას. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა ხარისხის მართვის სისტემის აუდიტის შედეგები ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს სააგენტოს.

18.თუ მეზღვაურს, გემთმფლობელს ან სხვა დაინტერესებულ პირს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობის მიმართ პრეტენზია აქვს და სააგენტოს მიმართავს წერილობითი საჩივრით, რომლის მიხედვით ცალსახად არის შესაძლებელი მომჩივნისა და საჩივრის შინაარსის იდენტიფიცირება, სააგენტომ ამ საჩივარზე მოკვლევა უნდა განახორციელოს და, თუ ამას გარემოებები მოითხოვს, მოკვლევაში სოციალური პარტნიორები უნდა ჩართოს.

19.თუ სააგენტოს მიერ საჩივარზე მოკვლევის განხორციელების შედეგად იგი დასაბუთებული აღმოჩნდება, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ საჩივრით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა.

20.საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა მისი მომსახურებით მოსარგებლე მეზღვაურს უნდა გააცნოს სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მის იმ გემზე დასაქმებას, რომელიც ნაოსნობას ახორციელებს იმ სახელმწიფოს დროშით, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია.

21.საქართველოში რეგისტრირებულმა გემთმფლობელმა კომპანიამ, რომელიც სარგებლობს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მომსახურებით იმ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია, სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამ მომსახურების რეგულირების წესების შესახებ და იმის თაობაზე, თუ როგორ აფასებს იგი აღნიშნული წესების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

22.არ შეიძლება საქართველოში რეგისტრირებულმა გემთმფლობელმა მეზღვაურის დასაქმებისთვის ისარგებლოს იმ სამსახურის მომსახურებით, რომელიც საქმიანობას ახორციელებს იმ სახელმწიფოში, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია, თუ ის არ დარწმუნდება, რომ ეს მომსახურება კონვენციის A1.4 სტანდარტის შესაბამისად არის გაწეული. თავი IV მეზღვაურის დასაქმების პირობები

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20მუხლი 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო
  • 4კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი
  • 2ტერმინთა განმარტება

დაზღვევის შესახებ

  • 7დაზღვევის სფეროში უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე
  • 12დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი
  • 22სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება

საზღვაო კოდექსი

  • 62—

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 49მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება
  • 4კანონის მოქმედების სფერო
  • 48მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმართ

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და საგანი
  • 13⁹მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
712226249448113⁹20291429
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…დაზღვევის შესახებსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023