რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 11. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია: ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ავტორიზაციის მინიჭება, შეჩერება და გაუქმება; გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების დარღვევისა და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში არასავალდებულო სახელმძღვანელოების შემუშავება; ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, შეტყობინების, ავტორიზაციის, ინსპექტირების, ავტორიზებული ორგანიზაციების პროფესიული დასხივების დოზების უწყებრივი რეესტრის შედგენა და წარმოება; თ) ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა; ი) ბირთვული მასალის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და წარმოება; კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი; ლ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი სისტემის შექმნისა და შენარჩუნებისთვის; მ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისა და შედეგების მიტიგაციისთვის; ნ) ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ო) სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; პ) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; ჟ) სხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა; რ) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე ინფორმაციების გაცვლა; ს) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება; ტ) მოსახლეობისა და იმ პირთა ცნობიერების ამაღლება, რომელთა საქმიანობაც მაიონებელი გამოსხივების წყაროებთანაა დაკავშირებული; უ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შეთანხმება და სტანდარტების დადგენა; ფ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; ფ 1 ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევა; ქ) ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4456 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია: ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ავტორიზაციის მინიჭება, შეჩერება და გაუქმება; გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების დარღვევისა და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში არასავალდებულო სახელმძღვანელოების შემუშავება; ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, შეტყობინების, ავტორიზაციის, ინსპექტირების, ავტორიზებული ორგანიზაციების პროფესიული დასხივების დოზების უწყებრივი რეესტრის შედგენა და წარმოება; თ) ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა; ი) ბირთვული მასალის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და წარმოება; კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი; ლ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი სისტემის შექმნისა და შენარჩუნებისთვის; მ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისა და შედეგების მიტიგაციისთვის; ნ) ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ო) სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; პ) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; ჟ) სხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა; რ) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე ინფორმაციების გაცვლა; ს) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება; ტ) მოსახლეობისა და იმ პირთა ცნობიერების ამაღლება, რომელთა საქმიანობაც მაიონებელი გამოსხივების წყაროებთანაა დაკავშირებული; უ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შეთანხმება და სტანდარტების დადგენა; ფ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; ფ 1 ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევა; ქ) ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4456 – ვებგვერდი, 02.10.2024წ. მუხლი 12. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია 1. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ბ) ამ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა; გ) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების მხარდაჭერა; დ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახმარების გაწევა; ე) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტების განთავსების ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 15 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივლ. 2023 – 2 ოქტ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6107197224 (დ…29193010303411
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…ენერგეტიკისა და წყალმო…ჯანმრთელობის დაცვის შე…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს გარემოს და…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა