რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 44. დეკომისიის გეგმა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს დეკომისიის პირველადი გეგმა, რომელიც უნდა შემუშავდეს ობიექტის ტიპის, სტატუსისა და მისი დეკომისიისას დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით.

2.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით, მშენებლობამდე უნდა განახორციელოს ადგილის საბაზისო გამოკვლევა, მათ შორის, შეისწავლოს რადიოლოგიური პირობები.

3.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის გეგმა უნდა განაახლოს 10 წელიწადში ერთხელ ან/და მარეგულირებელი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნით.

4.თუ არსებულმა გარემოებებმა განაპირობა დეკომისიის პირველად გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის აუცილებლობა, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეცვლილი გარემოებების ასახვისთვის შეცვალოს და განაახლოს დეკომისიის გეგმა და შესათანხმებლად წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს.

5.მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინტერესებულმა პირმა შეძლოს დეკომისიის გეგმის გაცნობა და მასზე მოსაზრებების გამოთქმა მის შეთანხმებამდე.

6.ავტორიზებულმა პირმა დეკომისიის საბოლოო გეგმა უნდა მოამზადოს და მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად წარუდგინოს დეკომისიის აქტივობების განხორციელებამდე.

7.მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მოქმედი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგისა და იმპლემენტაციის პროგრამის არსებობა იმ ადგილებისათვის, სადაც დეკომისიის შემდეგ კვლავ შეზღუდულია ადგილის სამომავლო გამოყენება.

8.მარეგულირებელმა ორგანომ დეკომისიის დასრულებისას უნდა უზრუნველყოს მასთან შეთანხმებული დეკომისიის გეგმის შესაბამისად დასრულებული დეკომისიის ღონისძიებების დამადასტურებელი ანგარიშების სათანადოდ შენახვა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს დეკომისიის პირველადი გეგმა, რომელიც უნდა შემუშავდეს ობიექტის ტიპის, სტატუსისა და მისი დეკომისიისას დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით, მშენებლობამდე უნდა განახორციელოს ადგილის საბაზისო გამოკვლევა, მათ შორის, შეისწავლოს რადიოლოგიური პირობები. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის გეგმა უნდა განაახლოს 10 წელიწადში ერთხელ ან/და მარეგულირებელი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნით. 4. თუ არსებულმა გარემოებებმა განაპირობა დეკომისიის პირველად გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის აუცილებლობა, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეცვლილი გარემოებების ასახვისთვის შეცვალოს და განაახლოს დეკომისიის გეგმა და შესათანხმებლად წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს. 5. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინტერესებულმა პირმა შეძლოს დეკომისიის გეგმის გაცნობა და მასზე მოსაზრებების გამოთქმა მის შეთანხმებამდე. 6. ავტორიზებულმა პირმა დეკომისიის საბოლოო გეგმა უნდა მოამზადოს და მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად წარუდგინოს დეკომისიის აქტივობების განხორციელებამდე. 7. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მოქმედი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგისა და იმპლემენტაციის პროგრამის არსებობა იმ ადგილებისათვის, სადაც დეკომისიის შემდეგ კვლავ შეზღუდულია ადგილის სამომავლო გამოყენება. 8. მარეგულირებელმა ორგანომ დეკომისიის დასრულებისას უნდა უზრუნველყოს მასთან შეთანხმებული დეკომისიის გეგმის შესაბამისად დასრულებული დეკომისიის ღონისძიებების დამადასტურებელი ანგარიშების სათანადოდ შენახვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶5175959²5349134645472244
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ადმინისტრა…კერძო დაცვითი საქმიანო…ენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა