Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 29

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 29. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფუნქციების მესამე პირისთვის გადაცემა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:DAO-ს ფორმირება და გაშვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალიზებულ დეპოზიტარს უფლება აქვს, განახორციელოს ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების დელეგირება.

2.სპეციალიზებული დეპოზიტარი უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე (პირებზე) ფუნქციების დელეგირება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სპეციალიზებული დეპოზიტარი ფუნქციების დელეგირებას არ ახორციელებს ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებისგან თავის ასარიდებლად; ბ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუძლია დაასაბუთოს, რომ მის მიერ ფუნქციების დელეგირებას ობიექტური საფუძველი აქვს; გ) სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა სათანადო წინდახედულობა და გონიერება გამოიჩინა მესამე პირის შერჩევისას და მასზე ფუნქციების დელეგირების განხორციელებისას. სპეციალიზებული დეპოზიტარი აგრეთვე ვალდებულია გამოიჩინოს სათანადო წინდახედულობა და გონიერება მესამე პირისა და მესამე პირზე დელეგირებული ფუნქციების შესრულების პერიოდული შემოწმებისას და მონიტორინგისას; დ) სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს, რომ მესამე პირი მუდმივად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: დ.ა) მესამე პირის სტრუქტურა და კვალიფიკაცია მისთვის შესანახად მინდობილი საპენსიო აქტივების მახასიათებლებისა და კომპლექსურობის ადეკვატური და პროპორციულია; დ.ბ) მესამე პირი ექვემდებარება პრუდენციულ რეგულირებას, მათ შორის, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს, და ზედამხედველობას, აგრეთვე ექვემდებარება პერიოდულ გარე აუდირებას იმის დასადასტურებლად, რომ ფინანსური ინსტრუმენტები მასთან ინახება; დ.გ) მესამე პირი სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივებს საკუთარი აქტივებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან განაცალკევებს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დროს მათი, როგორც კონკრეტული სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივების, აშკარად იდენტიფიცირება; დ.დ) მესამე პირის მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების ან სხვა ანალოგიური რეჟიმის მოქმედების შემთხვევაში მასთან შენახული საპენსიო აქტივები ხელმისაწვდომი არ არის მესამე პირის კრედიტორებზე გასანაწილებლად ან მათ სასარგებლოდ რეალიზაციისთვის; ე) მესამე პირი ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და იცავს ამ კანონით დადგენილ შეზღუდვებს.

წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DAO-ს ტრეჟერის და მრავალსიგნატურიანი საფულის დაყენებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 25სპეციალიზებული დეპოზიტარების ფუნქციები და მოვალეობები
  • 24სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი იურიდიული პირები
  • 30სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 38სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების დელეგირება
  • 39სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
  • 26ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციების დელეგირება

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 26სპეციალიზებული დეპოზიტარი
  • 14ნდობითი ვალდებულების მქონე პირი
  • 8საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 13სპეციალიზებული დეპოზიტარი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 52უფლებამოსილების დელეგირება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 3დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13523261483839262825243029
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…არასახელმწიფო საპენსიო…საქართველოს საგადასახა…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023