საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 39. სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება შეუწყდება: ა) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტისას ამ ხელშეკრულების პირობებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გარდა იმავე პირის სპეციალიზებულ დეპოზიტარად ხელახალი დანიშვნის შემთხვევისა; გ) მისთვის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას; დ) მის მიმართ ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს.

3.სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობა განაგრძოს ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნამდე. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გაწეული დეპოზიტარული მომსახურება ანაზღაურდება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4.ავტორიზებული საინვესტიციო ფონდისთვის ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. თუ 1 თვის განმავლობაში ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარი არ დაინიშნა, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდს გაუუქმოს ავტორიზაცია. თავი VI გამოსყიდვის პროცესი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება შეუწყდება: ა) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტისას ამ ხელშეკრულების პირობებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გარდა იმავე პირის სპეციალიზებულ დეპოზიტარად ხელახალი დანიშვნის შემთხვევისა; გ) მისთვის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას; დ) მის მიმართ ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს. 3. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობა განაგრძოს ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნამდე. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გაწეული დეპოზიტარული მომსახურება ანაზღაურდება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 4. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდისთვის ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. თუ 1 თვის განმავლობაში ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარი არ დაინიშნა, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდს გაუუქმოს ავტორიზაცია. თავი VI გამოსყიდვის პროცესი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
311727¹1426142938363430292439
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…ნავთობისა და გაზის შეს…ფასიანი ქაღალდების ბაზ…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა