Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 25

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 25. სპეციალიზებული დეპოზიტარების ფუნქციები და მოვალეობები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საპენსიო სქემის მომსახურე სპეციალიზებული დეპოზიტარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ასრულებს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.

2.სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია: ა) შეინახოს და აწარმოოს საპენსიო სქემის საპენსიო აქტივების შემადგენელი ფინანსური ინსტრუმენტების გამჭვირვალე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ჩანაწერები, აგრეთვე სხვა აქტივების ჩანაწერები, რომლებიც არ შეიძლება ინახებოდეს სპეციალიზებულ დეპოზიტართან მარეგულირებელი წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) შეაჯეროს ყველა ანგარიში, აწარმოოს თითოეული საპენსიო სქემის საპენსიო აქტივების გამოცალკევებული ანგარიში და უზრუნველყოს ასეთი საპენსიო აქტივების სააღრიცხვო გამიჯვნა; გ) უზრუნველყოს საპენსიო სქემის ფულადი ნაკადების სათანადო მონიტორინგი, მათ შორის, უზრუნველყოს მონაწილეების მიერ ან მათი სახელით განხორციელებული ყველა გადახდის მიღება და საპენსიო აქტივების მდგენელი ყველა სხვა შემოსული თანხის ასახვა აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ შერჩეული კომერციული ბანკის შესაბამის საბანკო ანგარიშებზე; დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულოს აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მითითებები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება მარეგულირებელ კანონმდებლობას, სადამფუძნებლო დოკუმენტსა და საინვესტიციო პოლიტიკას; ე) უზრუნველყოს, რომ საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული გადახდები განხორციელდეს დროულად; ვ) აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის ან საინვესტიციო მოთხოვნების არსებითი დარღვევის შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს; ზ) შეასრულოს საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტითა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.

3.სპეციალიზებული დეპოზიტარი არის ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი და შესაბამისად პასუხისმგებელია აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის, აგრეთვე მონაწილისა და ბენეფიციარის წინაშე.

4.დეპონირებული ფინანსური ინსტრუმენტის დაკარგვის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საპენსიო სქემის დამფუძნებელ აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს იმავე ტიპის ფინანსური ინსტრუმენტი ან შესაბამისი თანხა. სპეციალიზებულ დეპოზიტარს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ იგი დაამტკიცებს, რომ დეპონირებული ფინანსური ინსტრუმენტის დაკარგვა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა, და დამდგარი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა, მიუხედავად გამოყენებული ყველა გონივრული ძალისხმევისა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სპეციალიზებული დეპოზიტარი საპენსიო სქემის დამფუძნებელი აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის, აგრეთვე მონაწილისა და ბენეფიციარის წინაშე პასუხისმგებელია ნებისმიერი სხვა ზარალისთვის, რომელიც მათ მიადგათ მისი გაუფრთხილებლობით ან ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების მის მიერ განზრახ არაჯეროვანი შესრულების შედეგად.

6.ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობაზე გავლენას არ ახდენს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების მესამე პირისთვის გადაცემა.

7.დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა შეთანხმების საფუძველზე.

8.საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ნორმატიული აქტით დააზუსტოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების პირობები.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 24სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი იურიდიული პირები
  • 28სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფინანსური ინსტრუმენტის შენახვა და აღრიცხვა
  • 23დამოუკიდებელი სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 13სპეციალიზებული დეპოზიტარი
  • 31საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 34სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და პასუხისმგებლობა
  • 37სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საინვესტიციო ფონდის აქტივების შენახვა და აღრიცხვა
  • 33ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 26სპეციალიზებული დეპოზიტარი
  • 7საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები
  • 8საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
133152³267834373324282325
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…არასახელმწიფო საპენსიო…საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023