Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 38

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 38. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების დელეგირება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:DAO-ს ფორმირება და გაშვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების გარდა, ამავე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ფუნქციის მესამე პირზე დელეგირება.

2.სპეციალიზებული დეპოზიტარი უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე (პირებზე) ფუნქციების დელეგირება, რომელთა დელეგირება ნებადართულია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სპეციალიზებური დეპოზიტარი ფუნქციების დელეგირებას არ ახორციელებს ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულებისგან თავის ასარიდებლად; ბ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუძლია დაასაბუთოს, რომ მის მიერ ფუნქციების დელეგირებას ობიექტური საფუძველი აქვს; გ) სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა სათანადო წინდახედულობა და გონიერება გამოიჩინა მესამე პირის შერჩევისას და მასზე ფუნქციის დელეგირების განხორციელებისას. სპეციალიზებული დეპოზიტარი აგრეთვე ვალდებულია გამოიჩინოს სათანადო წინდახედულობა და გონიერება მესამე პირისა და მესამე პირზე დელეგირებული ფუნქციების შესრულების პერიოდული შემოწმებისას და მონიტორინგისას; დ) სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს, რომ მესამე პირი მუდმივად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: დ.ა) მესამე პირის სტრუქტურა და კვალიფიკაცია მისთვის შესანახად მინდობილი საინვესტიციო ფონდის აქტივების მახასიათებლებისა და კომპლექსურობის ადეკვატური და პროპორციული იყოს; დ.ბ) მესამე პირი შესაბამის იურისდიქციაში ექვემდებარებოდეს პრუდენციულ რეგულირებას, მათ შორის, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს, და ზედამხედველობას, აგრეთვე ექვემდებარებოდეს პერიოდულ გარე აუდირებას იმის დასადასტურებლად, რომ ფინანსური ინსტრუმენტები მასთან ინახება; დ.გ) მესამე პირი სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივებს საკუთარი აქტივებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან განაცალკევებდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დროს მათი, როგორც კონკრეტული სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივების, აშკარად იდენტიფიცირება; დ.დ) მესამე პირის მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების ან სხვა ანალოგიური რეჟიმის მოქმედების შემთხვევაში მასთან შენახული საინვესტიციო ფონდის აქტივები ხელმისაწვდომი არ იყოს მესამე პირის კრედიტორებზე გასანაწილებლად ან მათ სასარგებლოდ რეალიზაციისთვის; ე) მესამე პირი შეასრულებს იმ ვალდებულებებს და დაიცავს იმ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 35-ე და 36-ე მუხლებითა და 37-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით.

3.მესამე პირს, რომელზედაც სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ამ მუხლის შესაბამისად განახორციელა საკუთარი ფუნქციების დელეგირება, ეკრძალება აღნიშნული ფუნქციების სხვა პირზე დელეგირება ამ კანონით დელეგირებისთვის დადგენილი წესების დაცვის გარეშე. მესამე პირის მიერ მისთვის დელეგირებული ფუნქციების სხვა პირზე დელეგირებაზე, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა.

4.„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემისგან ან უცხო ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემისგან მომსახურების მიღება არ არის სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების დელეგირება.

5.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების დელეგირებისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი პირობები.

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DAO-ს ტრეჟერის და მრავალსიგნატურიანი საფულის დაყენებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33მუხლი 34მუხლი 36მუხლი 37

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 39სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
  • 26ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციების დელეგირება
  • 34სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და პასუხისმგებლობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 29სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფუნქციების მესამე პირისთვის გადაცემა
  • 25სპეციალიზებული დეპოზიტარების ფუნქციები და მოვალეობები
  • 30სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 26სპეციალიზებული დეპოზიტარი
  • 14ნდობითი ვალდებულების მქონე პირი

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 13სპეციალიზებული დეპოზიტარი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 34სპეციალური წარმომადგენელი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 52უფლებამოსილების დელეგირება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 3დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1352326143433363739263429253038
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…არასახელმწიფო საპენსიო…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026