Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 30

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 30. სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალიზებულ დეპოზიტარს საპენსიო სქემისთვის მომსახურების უფლებამოსილება შეუწყდება: ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე ამ ხელშეკრულების ან მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ამ კანონის შესაბამისად საპენსიო აქტივების მართვაზე აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწყვეტის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება იმავე სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევის შესახებ ახალი აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის პირობებში, რა შემთხვევაშიც ის ხელახლა ინიშნება სპეციალიზებულ დეპოზიტარად; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიმწოდებელი პირის შესაბამისი ლიცენზიის გაუქმებისთანავე; დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიმწოდებელი პირის ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის შესახებ საქმის დაწყებისთანავე; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

2.საქართველოს ეროვნული ბანკი წყვეტს სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილებას, მოემსახუროს ერთ ან ერთზე მეტ საპენსიო სქემას, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი დაარღვევს ამ კანონის, ფინანსური სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონების, ამ კანონების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების დებულებებს ან მითითებებს ან აშკარად შეუქმნის საფრთხეს მონაწილისა და ბენეფიციარის ინტერესებს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი აგრძელებს საქმიანობას ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნამდე. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ მიწოდებული დეპოზიტარული მომსახურება ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნის თარიღამდე ანაზღაურდება უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაინიშნება ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარი, სამსახურს უფლება აქვს, გააუქმოს საპენსიო სქემის რეგისტრაცია. თავი VI მმართველობის სისტემის საკვანძო ფუნქციები

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ივლ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
  • 25სპეციალიზებული დეპოზიტარების ფუნქციები და მოვალეობები
  • 27საპენსიო სქემის აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 39სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
  • 38სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების დელეგირება
  • 36საინვესტიციო ფონდების აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 26სპეციალიზებული დეპოზიტარი
  • 14ნდობითი ვალდებულების მქონე პირი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება
  • 31საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზიის გაუქმება
  • 56²ცენტრალური დეპოზიტარის განახლებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
433156²52³261439383653252730
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026