ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 28. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფინანსური ინსტრუმენტის შენახვა და აღრიცხვა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ავთანდილ კუჭავა

1.სპეციალიზებული დეპოზიტარი აღრიცხავს ყველა ფინანსურ ინსტრუმენტს, რომლებიც საპენსიო აქტივებს შეადგენს და რომელთა აღრიცხვა შეიძლება სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე შესაბამისი ჩანაწერების სახით, და ყველა ფინანსურ ინსტრუმენტს, რომლებიც ფიზიკურად შეიძლება გადაეცეს სპეციალიზებულ დეპოზიტარს შესანახად.

2.სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს, რომ ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომლებიც ექვემდებარება აღრიცხვას სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე, დაფიქსირდეს მის მიერ აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის სახელზე გახსნილ ცალკეულ ანგარიშებზე, რის შედეგადაც დგინდება კონკრეტულ საპენსიო სქემასთან ფინანსური ინსტრუმენტების კუთვნილება.

3.სპეციალიზებული დეპოზიტარი ინახავს და აღრიცხავს თითოეული საპენსიო სქემის საპენსიო აქტივებს კონკრეტული საპენსიო სქემის ყველა სხვა აქტივისგან განცალკევებით, რომლებიც გაიგივებული არ იქნება რომელიმე პირად საპენსიო ანგარიშთან, რათა შესაძლებელი იყოს მათი იდენტიფიცირება და მკაფიოდ გამიჯვნა.

4.იმ აქტივებთან მიმართებით, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით, სპეციალიზებული დეპოზიტარი ამოწმებს აქტივების მფლობელის ვინაობას აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან დოკუმენტაციის საფუძველზე და, თუ ეს შესაძლებელია, გარე მტკიცებულებების საფუძველზე.

5.სპეციალიზებული დეპოზიტარი აწარმოებს და მუდმივად აახლებს აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების შესახებ ჩანაწერებს.

6.სპეციალიზებული დეპოზიტარი აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას წარუდგენს ყველა საპენსიო აქტივის შესახებ ამომწურავ ინვენტარიზაციას შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3852³1526783736342925242728
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა