Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 4

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 4. კერძო პენსიის ხელშეკრულება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:თანამშრომლის შეღავათები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი ინდივიდუალური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება აქტივების მმართველ კომპანიასთან, უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიასთან, მზღვეველთან, უცხოურ საპენსიო ორგანიზაციასთან ან უცხოურ სადაზღვევო ორგანიზაციასთან საპენსიო სქემის ხელშეკრულების გაფორმებით.

2.დასაქმებული დამსაქმებლის მიერ საკუთარი დასაქმებულებისთვის ჩამოყალიბებული ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც დამსაქმებელთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აფუძნებს აღნიშნული დამსაქმებლის ჯგუფურ საპენსიო სქემას; ბ) დამსაქმებლის მიერ საკუთარი დასაქმებულებისთვის ჯგუფური საპენსიო სქემის უზრუნველყოფის მიზნით დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან კერძო პენსიის  ხელშეკრულების გაფორმებით.

3.დასაქმებული დასაქმებულთა გაერთიანების მიერ ჩამოყალიბებული  ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება ამ დასაქმებულსა და შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებას შორის დადებული ერთობლივი ხელშეკრულების ფარგლებში: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც დასაქმებულთა გაერთიანებასთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აფუძნებს ამ დასაქმებულთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემას; ბ) დასაქმებულთა გაერთიანების მიერ საკუთარი წევრებისთვის ჯგუფური საპენსიო სქემის უზრუნველყოფის მიზნით დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით.

4.დასაქმებული დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება დამსაქმებელთა გაერთიანებასა და დასაქმებულის დამსაქმებელთან დადებული ერთობლივი ხელშეკრულების ფარგლებში: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც დამსაქმებელთა გაერთიანებასთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აფუძნებს ამ დამსაქმებელთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემას; ბ) დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ საკუთარი წევრებისთვის ჯგუფური საპენსიო სქემის უზრუნველყოფის მიზნით დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით.

5.პროფესიული ორგანიზაციის წევრი ამ ორგანიზაციის  მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც პროფესიულ ორგანიზაციასთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აფუძნებს ამ პროფესიული ორგანიზაციის ჯგუფურ საპენსიო სქემას; ბ) პროფესიული ორგანიზაციის მიერ საკუთარი წევრებისთვის ჯგუფური საპენსიო სქემის უზრუნველყოფის მიზნით დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბონუსე და სამოტივაციო სისტემების შემუშავება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 5კერძო პენსიის ხელშეკრულების ძირითადი პირობები
  • 6პირადი საპენსიო ანგარიში
  • 3საპენსიო სქემის ფორმები და საპენსიო სქემაში მონაწილეობა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 17დამსაქმებლის საპენსიო სქემა
  • 15პროფესიული საპენსიო სქემა
  • 18სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები, რომელთა მეანაბრედ ითვლება დამსაქმებელი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 23დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის განგრძობადობა
  • 3დაგროვებითი საპენსიო სქემა
  • 32პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1715182823332155634
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…არასახელმწიფო საპენსიო…ფულის გათეთრებისა და ტ…დაგროვებითი პენსიის შე…საინვესტიციო ფონდების …დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023