Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 54

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 54. ფიდუციური ვალდებულების დარღვევა და მისი შედეგები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი საპენსიო აქტივებს უნდა მოეპყროს, როგორც მინდობილ საკუთრებას, და ამ აქტივების მიმართ უნდა იმოქმედოს მხოლოდ მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების შესაბამისად, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა არის ფიდუციური ვალდებულების დარღვევა.

2.ამ კანონით განსაზღვრული ფიდუციური ვალდებულებების მქონე პირების გარდა, საპენსიო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის, საპენსიო სქემის დამფუძნებლის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო საქმიანობასთან და რომლებსაც ამ აქტივებთან დაკავშირებით აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება, არიან ფიდუციური ვალდებულების მქონე პირები.

3.ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია: ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, გონივრულად, ერთგულად და პროფესიონალურად; ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი, საღად მოაზროვნე პირი; გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ყველა ქმედება მონაწილეებისა და ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.

4.თუ ფიდუციური ვალდებულების მქონე პირს არ აქვს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, მან უნდა მიიღოს ასეთ საკითხზე შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის რჩევა. თუ ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი არ მიიღებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ზომებს, აღნიშნული ჩაითვლება ფიდუციური ვალდებულების დარღვევად.

5.ფიდუციური ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ფიდუციური ვალდებულების მქონე პირის მიერ საპენსიო აქტივების საკუთარი ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირების, მასთან კონტროლით დაკავშირებული პირების ინტერესების შესაბამისად ან/და სასარგებლოდ გამოყენება.

6.ფიდუციური ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ფიდუციური ვალდებულების მქონე პირის მიერ საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგებების დადება, რომლის მეორე მხარე ფიდუციური ვალდებულების მქონე პირთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გარიგების დადება კანონით პირდაპირ არის დაშვებული.

7.ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი პასუხს აგებს სხვა ფიდუციური ვალდებულების მქონე პირის მიერ ფიდუციური ვალდებულების დარღვევისთვის, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი დარღვევის შესახებ.

8.თუ რამდენიმე ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი ერთობლივად დაარღვევს ამ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ისინი ამ დარღვევისთვის სოლიდარულად აგებენ პასუხს.

9.იურიდიული პირი სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ დაქირავებული ფიდუციური ვალდებულების მქონე ფიზიკური პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების (ვალდებულებების) დარღვევისთვის.

10.ფიდუციური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მონაწილეს და ბენეფიციარს უფლება აქვთ: ა) დააყენონ მოთხოვნა იმ საპენსიო აქტივებზე, რომლებზედაც აქვთ უფლებები სრული მოცულობით; ბ) დააყენონ მოთხოვნა გაწეული სამართლებრივი და სხვა აღსრულების ხარჯების, მათ შორის, გონივრულ ფარგლებში ადვოკატის ჰონორარის, ანაზღაურებაზე; გ) დააყენონ მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე; დ) დააყენონ ნებისმიერი სხვა მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11.ფიდუციური ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად ამოღებული თანხები მიექცევა შესაბამისი მონაწილის ან ბენეფიციარის პირად საპენსიო ანგარიშზე, ფიდუციური ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის პროპორციულად.

წინა მუხლი 53შემდეგი მუხლი 55

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ივლ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 38საპენსიო აქტივების ინვესტირება
  • 25სპეციალიზებული დეპოზიტარების ფუნქციები და მოვალეობები
  • 23დამოუკიდებელი სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 35ნდობითი ვალდებულების დარღვევა
  • 7საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები
  • 14ნდობითი ვალდებულების მქონე პირი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 35გულისხმიერების ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი
  • 36საინვესტიციო ფონდების აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან
  • 27ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 17კონფიდენციალურობის ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52³35714153536271738252354
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს ეროვნული ბ…ფულის გათეთრებისა და ტ…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026