საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ციფრული მმართველობა – საჯარო მმართველობის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელება; ბ) ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი (My.gov.ge) − ვებრესურსი, რომელზედაც განთავსებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში არსებული ელექტრონული სერვისები; გ) გაციფრულება − საქმისწარმოების პროცესის ან/და მომსახურების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნა და განვითარება; დ) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა (ინფრასტრუქტურა) − ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტული ინტერფეისის გამოყენებით ინფორმაციულ სისტემებს შორის მონაცემთა გაცვლას, ამ სისტემების სანქციონირებულ ხელმისაწვდომობას, დაცულობასა და ურთიერთთავსებადობას; ე) ღია მონაცემი − საჯარო ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ერთიანი პორტალის მეშვეობით, მანქანაკითხვად ფორმატში; ვ) ურთიერთთავსებადობა − წინასწარ განსაზღვრული, საერთო და ურთიერთსასარგებლო მიზნის მისაღწევად საჯარო დაწესებულებებს შორის, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებს შორის კავშირისა და კომუნიკაციის უნარი/შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს მათ შორის ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და ბიზნესპროცესების მხარდაჭერით; ზ) სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ინდექსი − საჯარო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისების დადგენილი მეთოდოლოგიითა და კრიტერიუმებით შეფასების სისტემა; თ) საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემა − ცენტრალიზებული, ინტეგრირებული, ავტომატიზებული ინფორმაციული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის, აგრეთვე ამ სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ოპერატიულად და უსაფრთხოდ გაცვლას; ი) ინფორმაციული სისტემა − სისტემა, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის შეგროვებისთვის, შენახვისთვის, დამუშავებისა და განაწილებისთვის. თავი II სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27222522653234
მნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…საჯარო სამართლის იურიდ…ელექტრონული კომერციის …ელექტრონული კომუნიკაცი…ინფორმაციის ერთიანი სა…ელექტრონული დოკუმენტის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა