ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

მუხლი 4. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის არსი და მიზანი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და ქვეყნის სივრცითი მოწყობის საფუძველი.

2.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის საქართველოს საინფორმაციო ქსელურ-ანალიტიკური სისტემა (ვირტუალური ინფრასტრუქტურა), რომელიც მოიცავს სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს, მათი მართვის პოლიტიკას, მათთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამართლებრივ აქტებს, მონაცემებთან წვდომისა და მათი გამოყენებისა და გაზიარების შესახებ უწყებათაშორის შეთანხმებებს, ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, ტექნიკურ სპეციფიკაციებს, კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმებსა და პროცედურებს, ადამიანურ რესურსებსა და ქმედებებს და ორიენტირებულია მონაცემების ღია, დეცენტრალიზებულ და კოორდინირებულ მართვაზე, მრავალფუნქციურ გამოყენებასა და გაზიარებაზე.

3.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარების, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის სტანდარტიზებული სისტემის (ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული სივრცის) ჩამოყალიბება, რომელიც იმოქმედებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის დონეებზე და დარგობრივი მიმართულებებით.

4.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კომპონენტებია: ა) სივრცითი მონაცემები; ბ) ქსელური სერვისები; გ) მეტამონაცემები; დ) ეროვნული გეოპორტალი და შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა; ე) ტექნიკური სტანდარტები და სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები; ვ) კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმები; ზ) ორგანიზაციული სტრუქტურა.

5.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პრინციპებია: ა) ეფექტიანობა − სივრცითი მონაცემები უნდა შეიქმნას/შეგროვდეს მხოლოდ ერთხელ და შენახული უნდა იყოს იქ, სადაც მათი შენახვა ყველაზე ეფექტიანად არის შესაძლებელი; ბ) ხელმისაწვდომობა − ერთ დონეზე შექმნილი/შეგროვებული სივრცითი მონაცემები უნდა იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საჯარო მმართველობის ყველა დონეზე; გ) თავსებადობა − სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარმოებული აქტუალური და უტყუარი სივრცითი მონაცემების კომბინირებით შესაძლებელი უნდა იყოს კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება საჯარო მმართველობის ყველა დონეზე; დ) კოორდინაცია − სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად პროცესები დეცენტრალიზებულად და კოორდინირებულად უნდა იმართებოდეს.

6.სუბიექტის ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია. სუბიექტის ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სათანადო ნორმატიული აქტებით. თავი II გეოგრაფიული მონაცემები

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31414164520314584
მნიშვნელობით ახლოსეროვნული სივრცითი მონა…საქართველოს სივრცის და…ინფორმაციის ერთიანი სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამართლის იურიდ…ოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა