Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 34

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 34. სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და პასუხისმგებლობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აქტივების მართვაინსტიტუციური ინვესტიციასტრუქტურირებული პროდუქტებიპერსონალური ინვესტიციაDeFi ინვესტიცია და მოსავლიანობაDAO-ს ფორმირება და გაშვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა მოქმედებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ასრულებდეს დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.

2.საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია: ა) შეინახოს და აღრიცხოს საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე აღრიცხოს საინვესტიციო ფონდის სხვა აქტივები, რომელთა შენახვა საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ შეუძლია მარეგულირებელი წესებისა და შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის ფულადი ნაკადის სათანადო კონტროლი, მათ შორის, უზრუნველყოს, რომ ინვესტორების მიერ ან მათი სახელით ერთეულების შესყიდვისას განხორციელებული ყველა გადახდა მიღებულ იქნეს და საინვესტიციო ფონდის ფულადი სახსრები განთავსებულ იქნეს საქართველოში ან უცხოეთში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში საინვესტიციო ფონდის სახელზე ან საინვესტიციო ფონდის სასარგებლოდ მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე. თუ საბანკო ანგარიშები გახსნილია სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელზე, დაუშვებელია ამ საბანკო ანგარიშებზე საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთარი სახსრების ან იმ კომერციული ბანკის სახსრების განთავსება, რომელშიც გახსნილია აღნიშნული საბანკო ანგარიშები; გ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოშვება, გაყიდვა, გამოსყიდვა და გაუქმება შეესაბამებოდეს მარეგულირებელ კანონმდებლობას, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტსა და პროსპექტს; დ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის ერთეულების ღირებულების გამოთვლა განხორციელდეს მარეგულირებელი კანონმდებლობის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად; ე) შეასრულოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის ინსტრუქციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ეწინააღმდეგება მარეგულირებელ კანონმდებლობას, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტსა და პროსპექტს; ვ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის აქტივებით განხორციელებულ ტრანზაქციებში საინვესტიციო ფონდის მიმართ ნებისმიერი გადახდა განხორციელდეს ჩვეულებრივ ვადებში; ზ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის მოგება გამოყენებულ იქნეს მარეგულირებელი კანონმდებლობის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად; თ) საზედამხედველო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს, თუ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო ფონდი არსებითად არღვევს ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან პროსპექტის მოთხოვნებს; ი) შეასრულოს საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტებითა და დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.

3.სპეციალიზებული დეპოზიტარი პასუხს აგებს საინვესტიციო ფონდისა და ერთეულის მფლობელების წინაშე მის მიერ ან ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანისთვის.

4.ფინანსური ინსტრუმენტის დაკარგვის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია  საინვესტიციო ფონდს ან საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს იდენტური სახის ფინანსური ინსტრუმენტი ან აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სპეციალიზებული დეპოზიტარი  დაამტკიცებს, რომ ფინანსური ინსტრუმენტის დაკარგვა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა, და დამდგარი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა, მიუხედავად ყველა გონივრული ძალისხმევისა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სპეციალიზებული დეპოზიტარი საინვესტიციო ფონდისა და ერთეულის მფლობელების წინაშე პასუხისმგებელია ნებისმიერი სხვა ზიანისთვის, რომელიც დადგა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების განზრახი ან გაუფრთხილებელი დარღვევის შედეგად.

6.სპეციალიზებული დეპოზიტარის ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე გავლენას არ ახდენს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების მესამე პირზე დელეგირება.

7.დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა შეთანხმების საფუძველზე.

8.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციათა შესრულების პირობები დააზუსტოს სამართლებრივი აქტით დადგენილი წესებით.

წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საინვესტიციო ფონდის ადმინისტრირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინსტიტუციური კრიპტო პორტფელის მართვასერვისის გვერდი
  • პერსონალიზებული ინვესტიციური სტრატეგიის შემუშავებასერვისის გვერდი
  • სტრუქტურირებული პროდუქტების დიზაინისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 38

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 37სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საინვესტიციო ფონდის აქტივების შენახვა და აღრიცხვა
  • 33ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები
  • 36საინვესტიციო ფონდების აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 25სპეციალიზებული დეპოზიტარების ფუნქციები და მოვალეობები
  • 24სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი იურიდიული პირები
  • 28სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფინანსური ინსტრუმენტის შენახვა და აღრიცხვა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 26სპეციალიზებული დეპოზიტარი
  • 7საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 13სპეციალიზებული დეპოზიტარი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1352⁴23¹62673837333625242834
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…არასახელმწიფო საპენსიო…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026