ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 5. სეკიურიტიზაციის ფონდი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტიდავით მაისურაძე

1.სეკიურიტიზაციის ფონდი იქმნება სახელშეკრულებო სქემის სახით, რომელსაც მართავს და წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანია.

2.„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სეკიურიტიზაციის ფონდზე.

3.სეკიურიტიზაციის ფონდი ფუძნდება აქტივების მმართველი კომპანიის მიერ სეკიურიტიზაციის ფონდის წესების დამტკიცების საფუძველზე. სეკიურიტიზაციის ფონდის წესები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) სეკიურიტიზაციის ფონდის სახელწოდებას, მიზანსა და ხანგრძლივობას (შეზღუდული ან შეუზღუდავი); ბ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციას; გ) სეკიურიტიზაციის ფონდის ადმინისტრირებისა და მართვის წესებს; დ) შესაბამის შემთხვევაში სეკიურიტიზაციის ფონდის განყოფილებების დაფუძნების შესაძლებლობას; ე) გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოხდება ან შეიძლება მოხდეს სეკიურიტიზაციის ფონდის ან მისი განყოფილების ლიკვიდაცია; ვ) აქტივების მმართველი კომპანიის უფლებებისა და მოვალეობების აღწერას, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში − ინვესტორთა უფლებებისა და მოვალეობების აღწერას; ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ჩანაცვლების პირობებს, ხოლო მისი ჩანაცვლების შემთხვევაში − ინვესტორთა დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციას; თ) რისკების მიღებისა და სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვების წესებს; ი)  სეკიურიტიზაციის ფონდის წესებში ცვლილების შეტანის პირობებსა და პროცედურას.

4.იგულისხმება, რომ სეკიურიტიზაციის ფონდის მიერ გამოშვებული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების შეძენით ინვესტორი ავტომატურად ეთანხმება სეკიურიტიზაციის ფონდის წესებს.

5.სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულის (პაის) ფლობა დასტურდება სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულის (პაის) მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით, თუ ეს ერთეული (პაი), ამ რეესტრში დაცული მონაცემების შესაბამისად, ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული. სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულების რეესტრის წარმოებისა და ფლობის მარეგულირებელ დამატებით წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომ − ეროვნული ბანკი).

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49³49⁴49²452⁷23¹7752510743225
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …ფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა