საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 6. საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და უცხოური საინვესტიციო ფონდი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება, ამ კანონის შესაბამისად საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობა.

2.ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში საინვესტიციო ფონდი უნდა დაფუძნდეს, როგორც: ა) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (UCITS ან გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი); ბ) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი.

3.ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, განახორციელოს საჯარო შეთავაზება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება.

4.რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. თუ რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდში გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ვალდებულია არაუგვიანეს 3 თვის გასვლისა გარდაიქმნას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის გადაჭარბება გამოწვეული არ არის რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ბრალით და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას.

5.ერთი და იმავე რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საერთო რაოდენობა 20-ს არ უნდა აჭარბებდეს. თუ აღნიშნულ რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდებში გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საერთო რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 3 თვის გასვლისა გარდაიქმნას ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის გადაჭარბება გამოწვეული არ არის რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ბრალით და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას.

6.თუ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას იმავე პუნქტების შესაბამისად, საზედამხედველო ორგანო აუქმებს მის რეგისტრაციას.

7.უცხოურ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, საქართველოში საჯარო შეთავაზება განახორციელოს მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ამ კანონის შესაბამისად აღიარების შემთხვევაში. უცხოური საინვესტიციო ფონდი საქართველოში კერძო შეთავაზების განხორციელებამდე ვალდებულია ამ შეთავაზების შესახებ აცნობოს საზედამხედველო ორგანოს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით.

8.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს უცხოური საინვესტიციო ფონდის ერთეულების საქართველოში შეთავაზების მარეგულირებელი წესი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება, ამ კანონის შესაბამისად საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობა. 2. ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში საინვესტიციო ფონდი უნდა დაფუძნდეს, როგორც: ა) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (UCITS ან გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი); ბ) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი. 3. ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, განახორციელოს საჯარო შეთავაზება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება. 4. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. თუ რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდში გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ვალდებულია არაუგვიანეს 3 თვის გასვლისა გარდაიქმნას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის გადაჭარბება გამოწვეული არ არის რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ბრალით და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას. 5. ერთი და იმავე რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საერთო რაოდენობა 20-ს არ უნდა აჭარბებდეს. თუ აღნიშნულ რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდებში გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საერთო რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 3 თვის გასვლისა გარდაიქმნას ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის გადაჭარბება გამოწვეული არ არის რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ბრალით და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას. 6. თუ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას იმავე პუნქტების შესაბამისად, საზედამხედველო ორგანო აუქმებს მის რეგისტრაციას. 7. უცხოურ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, საქართველოში საჯარო შეთავაზება განახორციელოს მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ამ კანონის შესაბამისად აღიარების შემთხვევაში. უცხოური საინვესტიციო ფონდი საქართველოში კერძო შეთავაზების განხორციელებამდე ვალდებულია ამ შეთავაზების შესახებ აცნობოს საზედამხედველო ორგანოს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით. 8. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს უცხოური საინვესტიციო ფონდის ერთეულების საქართველოში შეთავაზების მარეგულირებელი წესი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1049¹23652⁴23¹287101556
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…ინოვაციების შესახებსაინვესტიციო საქმიანობ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა