ინოვაციების შესახებ

მუხლი 6. ინოვაციების რეესტრი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

დავით მაისურაძეანა შავარდენიძესალომე კობერიძე

1.ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას ამ კანონის 15 1 , 15 4 და 15 6 მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მოპოვების მომენტიდან ექვემდებარება: ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი; ბ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი; გ) კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი.

2.ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას მიმართვის შემთხვევაში ექვემდებარება: ა) საინვესტიციო ფონდი; ბ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელი; გ) აქსელერატორი.

3.დაინტერესებული სუბიექტის ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში ინოვაციების რეესტრში მის რეგისტრაციას ახორციელებს, აგრეთვე ინოვაციების რეესტრს აწარმოებს სააგენტო.

4.ინოვაციების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ მონაცემები საჯაროა და  ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.ამ მუხლით განსაზღვრული სუბიექტის ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესი და ამ რეესტრის წარმოების ინსტრუქცია მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტით – ბრძანებით.

6.ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფასური ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტისთვის 200 ლარია, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტისთვის − 500 ლარი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 27 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივნ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1111 (დ…15⁶15¹15⁴741312122 (და…3 (და…10 (დ…6
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციების შესახებინოვაციური სტარტაპის ს…მეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს პატენტრწმუ…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა