Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 45

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 45. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციადაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.

2.ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3.რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და უნდა წარუდგინოს მას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება (დასახელებები), სადაც ეს ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს. რეგისტრაციის ბოლო დღეს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარედგინოს აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი, რომელიც მოამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. ამ ამონაწერში მითითებული უნდა იყოს (იყვნენ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები).

5.რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს. ცესკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.

6.საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და დამკვირვებელ ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.

7.ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებლის/თარჯიმნის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია და მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.

8.ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება. ამ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ცესკოსა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, მისამართის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს იმავე ვადაში და იმავე ფორმით უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ან/და ქვემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და აღნიშნული დოკუმენტები.

9.რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

10.თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს დამკვირვებლების შესახებ ინფორმაციას/დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას, აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.

11.ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში.

12.საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებლების/თარჯიმნების (არსებობის შემთხვევაში) სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი/თარჯიმანი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის/თარჯიმნის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

13.საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან კენჭისყრის დღეს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელონ დაკვირვება შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში.

14.თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია შესაბამის კომისიას მიმართავს განცხადებით რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციის/დანიშნული დამკვირვებლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, აღნიშნული განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის/დამკვირვებლების რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება. საქართველოს 2026 წლის 31 მარტის ორგანული კანონი №1427 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 აპრ. 2026
წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 46

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კვლევითი ორგანიზაციის (Think Tank) რეგისტრაციასერვისის გვერდი
  • რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციასერვისის გვერდი
  • საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალის დაფუძნებასერვისის გვერდი
  • საერთაშორისო ფონდის რეგისტრაცია საქართველოშისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-04-03
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 44

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 44ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები
  • 39საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
  • 149პარტიების რეგისტრაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 52დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია
  • 51ადგილობრივი
  • 5საარჩევნო

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 23პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია
  • 39ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენის, რეგისტრაციისა და სიების შედგენის წესი ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველ არჩევნებში

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 22—
  • 23—

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

  • 8მონიტორინგი
  • 4სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
233922238444391495251545
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…მოქალაქეთა პოლიტიკური …უცხოური გავლენის გამჭვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026