1.მომხმარებელი ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ და მიმართოს მას „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე- განაცხადის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით.
1¹.„საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-19 და 19 1 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
2.მომხმარებელი ვალდებულია „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოსგანაცხადში ასახულიბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდამომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე)სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
4.თუ მომხმარებელი ბუნებრივი გაზის ფაქტობრივ მოხმარებას (სიმძლავრეს) გაზრდის მიერთების ტექნიკური პირობით (მიერთების განაცხადით) გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით, ისე რომ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი გამანაწილებელი ქსელის ან/და სხვა მოწყობილობების (მათ შორის, არსებული აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია) შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის საჭირო ქსელის მოწყობა-რეკონსტრუქცია (სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება). ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №3-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს.
ბ) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის (ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წნევის რეგულატორის) შეცვლა-რეკონსტუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №4-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზის სისტემის მოწყობა (ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება) იმ ვადაში, რაც გათვალისწინებულიადანართით №3 და დანართით №4.
6.(ამოღებულია - 27.06.19 №13).
6¹.თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი წნევის საფეხური ან სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-19 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №4, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
6².გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდად არ განიხილება ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრის 10%-ის ფარგლებში გადაცილება, თუგანაწილების ლიცენზიატის მიერ, მინიმალური მოხმარების აღრიცხვის მიზნითმოწყობილ იქნადამატებითიმრიცხველი.
7.ბუნებრივი გაზის მოხმარების სიმძლავრის (მოცულობის) გაზრდა დასტურდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრისა და ბუნებრივი გაზის დასაშვები მოცულობის განსაზღვრა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024 წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მომხმარებელი ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ და მიმართოს მას „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე- განაცხადის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით.
11. „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-19 და 191მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
2. მომხმარებელი ვალდებულია „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოსგანაცხადში ასახულიბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდამომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე)სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
4. თუ მომხმარებელი ბუნებრივი გაზის ფაქტობრივ მოხმარებას (სიმძლავრეს) გაზრდის მიერთების ტექნიკური პირობით (მიერთების განაცხადით) გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით, ისე რომ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი გამანაწილებელი ქსელის ან/და სხვა მოწყობილობების (მათ შორის, არსებული აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია) შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის საჭირო ქსელის მოწყობა-რეკონსტრუქცია (სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება). ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №3-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს.
ბ) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის (ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წნევის რეგულატორის) შეცვლა-რეკონსტუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №4-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზის სისტემის მოწყობა (ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება) იმ ვადაში, რაც გათვალისწინებულიადანართით №3 და დანართით №4.
6.(ამოღებულია - 27.06.19 №13).
61. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი წნევის საფეხური ან სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-19 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №4, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
62. გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდად არ განიხილება ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრის 10%-ის ფარგლებში გადაცილება, თუგანაწილების ლიცენზიატის მიერ, მინიმალური მოხმარების აღრიცხვის მიზნითმოწყობილ იქნადამატებითიმრიცხველი.
7. ბუნებრივი გაზის მოხმარების სიმძლავრის (მოცულობის) გაზრდა დასტურდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრისა და ბუნებრივი გაზის დასაშვები მოცულობის განსაზღვრა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024 წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №36 · ძალაშია 8 აგვ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 24
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 9 ივნ. 2026
· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2023
· გამოქვეყნდა 20 ნოე. 2023
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
· გამოქვეყნდა 4 ოქტ. 2021
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
· გამოქვეყნდა 20 აგვ. 2018
· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
· გამოქვეყნდა 20 აპრ. 2016
მე-20 მუხლში განაცხადის რეგისტრაციისა და პასუხის ტექსტური შეტყობინებით გაგზავნის წესი, წნევის რეგულატორის ჩართვა მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, შესწორებული მითითება მე-5 პუნქტში და ახალი 1¹, 6¹, 6² პუნქტებია.
მე-20 მუხლში მოხმარების გაზრდა ახლა ხორციელდება სტანდარტული განაცხადით და 50%-იანი წინასწარი გადახდით; ლიცენზიატს აქვს 5 სამუშაო დღე განაცხადის განსახილველად, ხოლო დაემატა საფასურის გამოთვლის, ვადისა და განახევრების წესები.