Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 25

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 25. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025
თემები:კომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყვეტს შესაბამისი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად მოხდება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.

3.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ, აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს სასმელი წყლის მოხმარების მოთხოვნილი სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობები.

4.თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალარინების ქსელთან მიერთება არსებულ წყალარინების ქსელთან დაშორების გამო დაკავშირებულია მიმწოდებლის მიერ გაუმართლებლად დიდი ოდენობის ფინანსურ ხარჯებთან ან/და შეუძლებელია წყალარინების ქსელთან მიერთება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, მიმწოდებლის მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა და სასმელი წყლით მომარაგება დაუშვებელია, სანამ ამ მომხმარებლის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი ჩანადენი სითხის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად სათანადოდ გაწმენდა მისი წყალსატევში ჩაშვებამდე ან გარემოსაგან იზოლირება მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.

5.თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საკუთარი წყაროებიდან (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) მიღებულ ან/და მოხმარებულ წყალს მიმართავს (ღვრის) წყალარინების სისტემაში, წყალარინებაზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში: ა) მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოაწყოს აღრიცხვის კვანძი – წყალარინების მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოწყობილი მრიცხველის ჩვენებისა და ამ წყაროდან მიღებული წყლის მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით; ბ) საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში – წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი სითხის მოცულობა განისაზღვრება საკუთარი სასმელი წყლის წყაროს დებეტის, ამ წყაროდან წყლის მიღების პერიოდულობისა და მისი მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით.

6.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი სასმელი წყლით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიმწოდებელის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) სასმელი წყლის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა, ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება საკონტროლო და ინდივიდუალურ მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.

7.მიმწოდებლისთვის სასმელი წყლის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.

8.თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.

9.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

10.სასმელი წყლით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ მიმწოდებელს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყვეტს შესაბამისი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად მოხდება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება. 3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ, აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს სასმელი წყლის მოხმარების მოთხოვნილი სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობები. 4. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალარინების ქსელთან მიერთება არსებულ წყალარინების ქსელთან დაშორების გამო დაკავშირებულია მიმწოდებლის მიერ გაუმართლებლად დიდი ოდენობის ფინანსურ ხარჯებთან ან/და შეუძლებელია წყალარინების ქსელთან მიერთება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, მიმწოდებლის მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა და სასმელი წყლით მომარაგება დაუშვებელია, სანამ ამ მომხმარებლის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი ჩანადენი სითხის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად სათანადოდ გაწმენდა მისი წყალსატევში ჩაშვებამდე ან გარემოსაგან იზოლირება მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით. 5. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საკუთარი წყაროებიდან (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) მიღებულ ან/და მოხმარებულ წყალს მიმართავს (ღვრის) წყალარინების სისტემაში, წყალარინებაზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში: ა) მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოაწყოს აღრიცხვის კვანძი – წყალარინების მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოწყობილი მრიცხველის ჩვენებისა და ამ წყაროდან მიღებული წყლის მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით; ბ) საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში – წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი სითხის მოცულობა განისაზღვრება საკუთარი სასმელი წყლის წყაროს დებეტის, ამ წყაროდან წყლის მიღების პერიოდულობისა და მისი მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით. 6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი სასმელი წყლით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიმწოდებელის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) სასმელი წყლის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა, ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება საკონტროლო და ინდივიდუალურ მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს. 7. მიმწოდებლისთვის სასმელი წყლის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს. 8. თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. 9. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. 10. სასმელი წყლით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ მიმწოდებელს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 1 დეკ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომუნალური აბონენტად რეგისტრაცია (წყალი, გაზი, დენი)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ნოე. 2025 · №38

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 5მომსახურების გაწევა
  • 3¹ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება
  • 15მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 32არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
  • 19ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება
  • 3¹ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 29გარდამავალი დებულებები
  • 23წყლის საბითუმო მიწოდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 163ცალკეული წყალმომარაგების ტარიფები და მათი დარიცხვის წესი გარდამავალ პერიოდში
  • 106მიმწოდებლის შეცვლის წესები

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები
  • 20სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მოქმედების ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2753¹1532193¹2923163106132025
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…წყალმომხმარებელთა ორგა…ენერგეტიკისა და წყალმო…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ნოე. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026