Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 4

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026
თემები:კომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹67891011121314

1.საცალო მომხმარებელმა (აბონენტმა), რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი, ამ წესების შესაბამისად განაცხადი უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ მიმწოდებელს.

2.განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება - ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი) ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება; გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი; დ) აბონენტის ნომერი, ასევე, ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება; ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა; ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო); ზ) მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) ასევე, სხვა მოთხოვნები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

3.საცალო მომხმარებელი უფლებამოსილია განაცხადს თან დაურთოს მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის სათანადოდ შევსებული და მის მიერ ხელმოწერილი ეგზემპლარი.

4.განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს გადახდაზე პასუხისმგებელი პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.

5.მიმწოდებელი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულება ან წერილობით განუცხადოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი.

5¹.მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადაამოწმოს განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში.

6.მიმწოდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზების გამო, ასევე, თუ განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი  მონაცემები (გარდა საკონტაქტო მონაცემებისა) არ ემთხვევა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს, რაც შეუძლებელს ხდის განმცხადებლის იდენტიფიცირებასა და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას.

7.მიმწოდებელი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მიმწოდებელს ან/და საცალო მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1) კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას საცალო მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დანართი №1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით.

8.მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ შესაბამის წნევაზე დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის ზედა ზღვრით (თუ კომისიის მიერ ამ ურთიერთობაზე დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფი).

9.მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი და უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუ ამ ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.

10.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.

11.ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი, ქარხნული ნომერი, კორექტორის ტიპი და პროგრამულად შეყვანილი მაკორექტირებელი პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს, ხოლო მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მხარეებს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

12.დაუშვებელია დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის მიზეზით ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის გადავადება. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი პირის გამოუცხადებლობის შესახებ და, შესაბამისად, მომხმარებელს ან მიმწოდებელს (აქტის შედგენაზე დასწრების მოთხოვნის შემთხვევაში) გაეგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით.

13.მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.

14.მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს საცალო მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო საცალო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, მისცეს მითითება განაწილების ლიცენზიატს საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №27 - ვებგვერდი, 08.08.2025 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საცალო მომხმარებელმა (აბონენტმა), რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი, ამ წესების შესაბამისად განაცხადი უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ მიმწოდებელს. 2. განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება - ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი) ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება; გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი; დ) აბონენტის ნომერი, ასევე, ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება; ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა; ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო); ზ) მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) ასევე, სხვა მოთხოვნები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი. 3. საცალო მომხმარებელი უფლებამოსილია განაცხადს თან დაურთოს მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის სათანადოდ შევსებული და მის მიერ ხელმოწერილი ეგზემპლარი. 4. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს გადახდაზე პასუხისმგებელი პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია. 5. მიმწოდებელი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულება ან წერილობით განუცხადოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი. 5 1 . მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადაამოწმოს განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში. 6.  მიმწოდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზების გამო, ასევე, თუ განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი  მონაცემები (გარდა საკონტაქტო მონაცემებისა) არ ემთხვევა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს, რაც შეუძლებელს ხდის განმცხადებლის იდენტიფიცირებასა და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას. 7. მიმწოდებელი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მიმწოდებელს ან/და საცალო მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1) კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას საცალო მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დანართი №1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით. 8. მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ შესაბამის წნევაზე დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის ზედა ზღვრით (თუ კომისიის მიერ ამ ურთიერთობაზე დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფი). 9. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი და უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუ ამ ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული. 10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად. 11. ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი, ქარხნული ნომერი, კორექტორის ტიპი და პროგრამულად შეყვანილი მაკორექტირებელი პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს, ხოლო მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მხარეებს აქტის შედგენის თარიღი და დრო. 12. დაუშვებელია დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის მიზეზით ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის გადავადება. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი პირის გამოუცხადებლობის შესახებ და, შესაბამისად, მომხმარებელს ან მიმწოდებელს (აქტის შედგენაზე დასწრების მოთხოვნის შემთხვევაში) გაეგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით. 13. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე. 14. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს საცალო მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო საცალო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, მისცეს მითითება განაწილების ლიცენზიატს საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №27 - ვებგვერდი, 08.08.2025 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 8 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 იან. 2020 – 10 თებ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 8 აგვ. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2023
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
  4. 10 თებ. 2020· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
  5. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016

    განაცხადში სავალდებულო გახდა ორი საკონტაქტო საშუალების მითითება, ხოლო 13–14 პუნქტებით მომხმარებელს დაეკისრა მონაცემების ცვლილების შეტყობინებისა და განახლების ვალდებულება მომარაგების შეწყვეტის რისკით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3¹შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომუნალური აბონენტად რეგისტრაცია (წყალი, გაზი, დენი)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 5 ცვლილება · ბოლო 8 აგვ. 2025
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 29მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება
  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
  • 20მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები მოცულობების გაზრდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 40ბუნებრივი გაზის მწარმოებლის უფლებები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 4მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
  • 1ზოგადი დებულებები
  • 19მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁶საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები
  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶25¹²4141192932010941404
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ნავთობისა და გაზის შეს…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026