ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 12. საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა

რედაქცია №14კონსოლიდირებული · 31 მაი. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

2.ამ  კანონის  მე-11  მუხლის  მე-4  პუნქტით  გათვალისწინებულ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2¹.საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3.საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან წარუდგენს არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.

4.საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით აძლევს თანხმობას საბჭოს წევრების დანიშვნაზე.

5.(ამოღებულია - 06.12.2018, №3885) .

6.(ამოღებულია - 06.12.2018, №3885) .

7.(ამოღებულია - 06.12.2018, №3885) .

8.(ამოღებულია - 06.12.2018, №3885) .

9.საქართველოს პარლამენტის მიერ კანდიდატისთვის თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

10.ამ კანონის მე -11 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.

11.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

11¹.საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში.

12.საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დანიშვნის შესაბამისი პროცედურები ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება საბჭოს დებულებით. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1689 - ვებგვერდი, 17.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3885 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
724¹5823³91130719115841418012
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…ოფიციალური სტატისტიკის…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…მაუწყებლობის შესახებდაგროვებითი პენსიის შე…